in

როგორ გავატაროთ ცვლილებები კომპანიაში

რამდენადაც მნიშვნელოვანია დიდი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ მოხდება მისი აღსრულება. არაერთხელ არის დადასტურებული, რომ საშუალოდ დაგეგმილი ცვლილებების მხოლოდ 60% ხორციელდება. რას შეიძლება მივაწეროთ „დაკარგული“ 40%?

იმ გუნდების ანალიზით, რომლებსაც დაევალათ ცვლილებების გატარება 257 კომპანიაში, აღმოჩნდა, რომ ოთხი ფაქტორი ხსნის, რა პრობლემა წარმოიქმნება სამოქმედო გეგმაში გამოხატულ განზრახვებსა და მისი ეფექტური განხორციელებით შექმნილ ღირებულებას შორის.

საწყისი კომუნიკაცია აყალიბებს ტონს, თუ როგორ აღიქმება ცვლილება. მკაფიო და დამაჯერებელი გზავნილი გავლენას ახდენს აღსრულებაზე. პირველ რიგში, ის უზრუნველყოფს საერთო გაგებას მოლოდინების შესახებ და კონკრეტულ ხედვას ამ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, როგორც ცნობილია, მოითხოვა სპეციალური ნარატიული შეტყობინებები, როდესაც იწყებს მნიშვნელოვან განახლებებს, რადგან ასე ამუშავებს ტვინი ინფორმაციას. ეფექტური შეტყობინებები ამცირებს გაურკვევლობას და ჯგუფებს ეხმარება საერთო მიზნისკენ სწრაფვაში. ეს განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც გუნდებისთვის აყალიბებენ მკაფიოდ, რაც უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში.

არსებობს განხორციელების სამი სახის ქმედებები – გააუმჯობესეთ მიმდინარე გზა, ხელახლა წარმოიდგინეთ აქტივობები მიმდინარე გზის მისაღწევად, ან გადადით სხვა მეთოდებზე. უნდა გქონდეთ მკაფიო განმარტება იმისა, თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და რატომ არის ეს საჭირო. უფლებამოსილების პრივილეგიაზე დაყრდნობის ნაცვლად, ეფექტური ცვლილებების კომუნიკაცია საჭიროებს მტკიცებას და დამატებითი ისტორიის წარდგენას.

ამას ჰქვია ACE მიდგომა (Actionable, Credible, Emotional) da სასარგებლოა ცვლილების განხორციელების გეგმის დაწყებისას:

ქმედითუნარიანი: იძლევა თუ არა შეტყობინება გონივრულ მოლოდინს?
სანდო: არის თუ არა გადაწყვეტილება დასაბუთებული?
ემოციური: ასახავს თუ არა შეტყობინება შესაბამის სტიმულს?

მიუხედავად ძლიერი არგუმენტებისა, გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, გაანალიზებული პროექტის გუნდების უმრავლესობას ჰქონდა ზომიერი და დაბალი ნდობა, რომ მათ ჰქონდათ სამუშაოსთვის შესაფერის რესურსებთან წვდომა ან თავისუფლება სამუშაოს შესასრულებლად. ნეირომეცნიერების მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათ აქვთ შესაბამისი უნარები მოცემული სამუშაოსთვის და გააჩნიათ თავისუფლება გამოიყენონ ეს უნარები, უკეთ აგვარებენ პრობლემებს და უმკლავდებიან გამოწვევებს გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ვთხოვთ, გააკეთონ მეტი ნაკლები რესურსით, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რა არის რეალურად საჭირო მიზნის მისაღწევად, უფრო სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი გამოიღოს.

გააძლიერეთ მექანიზმები

დადებითი მექანიზმები იმოქმედებს, როდესაც მიზანი არის წინსვლა, მაგრამ მხოლოდ დისციპლინა საკმარისი არ არის. ეს გულისხმობს ძალისხმევის გაღებას გამჭვირვალობის გაზრდით, სიზუსტის გაუმჯობესებითა და დიფუზიური სიმძლავრის გაზრდით.

კარგი მაგალითია Costco-ს „უსაფრთხო 100%-იანი კმაყოფილების გარანტიის“ პოლიტიკა. მათი მიზანია იყვნენ წამყვანი კომპანია მომხმარებელთათვის. ამ მიზნის მხარდასაჭერად, მათ აქვთ ინდუსტრიაში თანხის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური პოლიტიკა. ეს მექანიზმი მომხმარებელს აძლევს ბიძგს. Costco სერიოზულად ეკიდება მომხმარებელთა უკმაყოფილების ძირეულ მიზეზს – პირდაპირ აკავშირებს მიზანსა და კომპანიის ქმედებებს.

გაზომეთ

ფრაზა „შენ ხარ ის, რასაც ზომავ“ სასარგებლოა, მაგრამ არასაკმარისი. უფრო სასარგებლოა იმის გაცნობიერება, რომ ეფექტური გაზომვა არა მხოლოდ მკაფიოდ ასახავს წარსულ მოვლენებს, არამედ შეუძლია გავლენა მოახდინოს სასურველი მიზნის მიღწევაზე. ამისათვის საზომი სტრატეგიები უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ეტაპის საჭიროებებს.

განხორციელების პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიმართულების განსაზღვრას. გაზომვა ფოკუსირებული უნდა იყოს ძალისხმევის ხარისხზე. მაგალითად, თუ გაყიდვების გუნდის ცვლილების მიზანია გაზარდოს შემოსავლები წელიწადში 20%-ით, მაშინ პირველი, რაც გასაზომია, არის ხარისხი, რომლითაც ხორციელდება გაყიდვების გასაუმჯობესებლად აუცილებელი მოქმედებები.

წყარო: HBR



„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება — პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

5 სტრატეგია, რათა გაიგოთ, რა გსურთ ცხოვრებაში