in

სინამდვილეში, რა ძალისხმევა გჭირდებათ, რომ აღმასრულებელ ქოუჩად ჩამოყალიბდეთ?

პანდემიიდან გამომდინარე, ბოლო წლებში, აღმასრულებელ ქოუჩებზე მოთხოვნა გაიზარდა. მწვრთნელთა საერთაშორისო ფედერაციის (ICF) 2023 წლის გლობალური ქოუჩინგის კვლევის მიხედვით, ქოუჩის პრაქტიკოსების სავარაუდო რაოდენობა გლობალურად 109,000-ზე მეტია, რაც 54%-ით ზრდაა 2019-დან 2022 წლამდე.

ქოუჩინგი მართლაც მძლავრი საშუალებაა სხვების მხარდასაჭერად, ადამიანები მასში ხედავენ მოქნილობას და ავტონომიას.

და სიმართლე ისაა, რომ ქოუჩად შედგომას იმდენად დიდი შრომა სჭირდება, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. რატომ? იმიტომ, რომ ბევრს არასწორად ესმის, რა არის ქოუჩინგი, არ აფასებენ პროცესს, თუ რა სჭირდება, რომ გახდნენ სერთიფიცირებული ქოუჩი და არ არიან მზად მუდმივი ძალისხმევისთვის, რაც საჭიროა ბიზნესის განვითარებისთვის, რათა საარსებო შემოსავალი გამოიმუშაოთ ამ საქმით.

ამ სტატიის ავტორის, დებორა რეიგელის გუნდს აქვს დაახლოებით 60-წლიანი კოლექტიური გამოცდილება ქოუჩინგში. თუმცა თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი „საიდუმლო“ ქოუჩის კარიერის შესაქმნელად; არ არსებობს რეცეპტების საერთო წიგნი. რამდენი კლიენტი უნდა გყავდეს? შემოსავლის როგორი ნაკადები უნდა გაითვალისწინოთ? დღეში რამდენ საათს უნდა ივარჯიშო? როგორ იპოვი კლიენტებს და როგორ შეინარჩუნებ? და რაც მთავარია, რამდენად რთულია ეს საქმე?

ქოუჩინგი დამხმარე პროფესიაა და ჩვენ ხშირად განვიცდით დიდ სიამოვნებას, როდესაც ვეხმარებით სხვებს. ჩვენ, ადამიანები, ბუნებრივად ვართ მოწოდებულნი პროსოციალური ქცევისკენ და სხვების დახმარების სანაცვლოდ შემოსავლის მიღება, რა თქმა უნდა, გამარჯვებად გვეჩვენება.

ბევრი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ პროფესიით, თვლის, რომ მათ აქვთ ქოუჩის ბუნებრივი უნარები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ კარიერაში. გარდა ამისა, ისინი შეიძლება იყვნენ თავიანთი კარიერის იმ ეტაპზე, სადაც აქვთ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება და მისი გაზიარება სურთ. ასევე, ისინი შეიძლება იყვნენ ისეთ ეტაპზე, როდესაც დაიღალნენ საოფისე პოლიტიკით და მენეჯერებთან ანგარიშვალდებულებით, სურთ მეტი ავტონომია და უფლებამოსილება თავიანთ საქმიანობაში. როგორც არასდროს, ადამიანებს სურთ მოქნილობა და კონტროლი იმაზე, თუ სად, როდის და როგორ მუშაობენ.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ქოუჩებისგან გაიგონებთ: ბევრმა ადამიანმა განიცადა ძლიერი, პოზიტიური ტრანსფორმაციები ქოუჩებთან და ადამიანებს სურთ იყვნენ ამ პროცესის ნაწილი სხვა პერსპექტივიდან.

აღმასრულებელი ქოუჩინგი არ არის:

* სწავლება, ინსტრუქტაჟი ან რჩევა. ქოუჩინგი გულისხმობს კლიენტის დახმარებას რეფლექსიაში, აამაღლოს ცნობიერება და გამოიყენოს საკუთარი თანდაყოლილი სიბრძნე, რათა მიაღწიოს ახალ ცნობიერებას და საკუთარი თავის გაგებას.

* კონსულტაცია ან პრობლემის გადაჭრა. კონსულტაცია ფოკუსირებულია პრობლემაზე და მის გარშემო არსებულ პირობებზე, ხოლო ქოუჩინგი ფოკუსირებულია ადამიანზე და მხარს უჭერს მას პრობლემის მოგვარებაში. კონსულტანტმა შეიძლება გააკეთოს საფუძვლიანი ანალიზი და შესთავაზოს თავისი ექსპერტული რეკომენდაცია. ქოუჩმა კი არც კი უნდა იცოდეს, რა არის არჩევანი! ქოუჩი არ გვთავაზობს გადაწყვეტილებებს. ის უნდა დაეხმაროს კლიენტს თავად გადაჭრას საკუთარი პრობლემა.

* მენტორობა. ჩვენ მივმართავთ მენტორებს, რათა მოვისმინოთ ცოდნა, რომელიც მათ მიიღეს მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. როდესაც თქვენ ამბობთ: „როდესაც მე ვიყავი ამ სიტუაციაში, აი, როგორ გავუმკლავდი ამას“, თქვენ უფრო მენტორივით იქცევით, ვიდრე ქოუჩი. ქოუჩებს არ სჭირდებათ გამოცდილება კლიენტის საკითხში ღრმა ტრანსფორმაციის შესაქმნელად.

* უკუკავშირის მიცემა. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ვინმეს „სჭირდება ქოუჩინგი“, სინამდვილეში ისინი გულისხმობენ, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკუკავშირი. უკუკავშირი ყველაზე ეფექტურია, როდესაც უშუალოდ კოლეგების ან მენეჯერის მიერ არის გაცემული. შემდეგ ქოუჩებს შეუძლიათ დაეხმარონ კლიენტებს მიღებული უკუკავშირის დამუშავებაში.

რა დაგჭირდებათ ქოუჩინგში პრაქტიკისთვის? ჯერ უნდა ისწავლოთ ქოუჩინგის სპეციალობა. ტრენინგს აკრედიტებული ქოუჩების სკოლაში შეიძლება ერთ წლამდე დასჭირდეს. ICF-ის მეშვეობით სერთიფიკატის მოპოვება ასევე მოითხოვს მენტორ ქოუჩთან მუშაობას, კლიენტებთან მინიმუმ 100 საათს და გამოცდის ჩაბარებას.

დამოუკიდებელი ქოუჩები უნდა იყვნენ ანტრეპრენერები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქოუჩი სამსახურს პოულობს ორგანიზაციებში, ბევრი მუშაობს დამოუკიდებლად, რაც ნიშნავს იყო ანტრეპრენერი, ყველა პოტენციური რისკითა და ჯილდოთი. ბუნებრივია, მოგიწევთ გაიღოთ მეტი ძალისხმევა და დრო, თქვენი ბიზნესის ასაშენებლად. ICF-ის გლობალური ქოუჩინგის კვლევის თანახმად, 2022 წელს ქოუჩის პრაქტიკოსები საშუალოდ კვირაში 12 საათზე ნაკლებს ხარჯავდნენ ქოუჩინგში.

წყარო: HBR



შთამბეჭდავი 3D ანიმაცია, რომელიც SOCAR-ის „ნანოზე“ გვიყვება

საიდან იწყება მობილური მარკეტინგის ისტორია?