in

მარტივი ვარჯიში, რომელიც მომუშავე მშობლებს დაეხმარება

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მომუშავე მშობლები კოვიდს, სამსახურებსა და შვილების აღზრდას შორის მოექცნენ. ეს მაგალითი ამირსა და რიაზეა, რომლებსაც ბავშვები სკოლასა და სპორტზე დაჰყავთ, ასევე, ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმში არიან და მივლინებებსაც უთავსებენ ამ ყველაფერს. ამ ყველაფრის პარალელურად, ისინი ცდილობენ შექმნან რუტინა, რომელიც მათ სასარგებლოდ იმუშავებს. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, გრძნობენ, რომ ყოველ კვირას ემზადებიან, რათა გაუმკლავდნენ მომდევნო დღეებს.

ამ პრობლემის წინაშე ისინი მარტონი არ არიან. დღეს, ბავშვებს აქვთ დაგეგმილი ღონისძიებების ჭარბი რაოდენობა – სკოლას, კლასგარეშე სასწავლო გეგმებსა და სოციალურ გეგმებს შორის – ხოლო მშობლები რესურსებს ანაწილებენ ჰიბრიდულ გრაფიკებსა და სამუშაო მოგზაურობებს შორის და ცდილობენ, კარგი მშობლობა გასწიონ. ამავდროულად, იმის გამო, რომ ბევრი მშობელი მუშაობს, ძალიან რთულად აისახება ყოველდღიურობაზე მათი ავადმყოფობა, გვიან დანიშნული შეხვედრა ან ბავშვის მოულოდნელი საშინაო დავალება.

გაგაცნობთ სამ ძირითად პრობლემას, რაც მშობლებს გამოწვევებს უქმნის.

საჩქარო ინფორმაცია, განსაკუთრებით სკოლებიდან, ასევე ოჯახის თითოეული წევრისთვის დაგეგმილი ვალდებულებების დიდი რაოდენობა ზრდის მოულოდნელი კონფლიქტების ან დავიწყებული ნივთების ალბათობას ყოველ კვირას.

გადაწყვეტილებით გამოწვეული დაღლილობა. ოჯახები ბევრ წვრილმან, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ტოვებენ ბოლო მომენტისთვის – რა არის სადილისთვის, ვინ აკეთებს არჩევას – იწვევს კოგნიტურ დაღლილობას და არაოპტიმალურ გადაწყვეტილებებს.

სიურპრიზები. გარდაუვალია, ყოველ კვირას რაღაც არ მიდის გეგმის მიხედვით: ბავშვის მოვლა იშლება ან ვინმე ავადმყოფობს. ხშირად არის „ნაგულისხმევი“ მშობელი, რომელიც მოქმედებს, იწვევს იმედგაცრუებას და დაძაბულობას, როდესაც ეს არჩევანი ხშირი და სავარაუდოა.

დაუთმეთ 20 წუთი საკუთარ თავს ან პარტნიორს, ყოველი კვირის დაწყებამდე. იმისათვის, რომ დარჩეთ თანმიმდევრული, დაუკავშირეთ ეს ისეთ აქტივობებს, რასაც აკეთებთ ყოველკვირეულად და იპოვეთ მასში რაიმე სახალისო. შეიძლება ეს იყოს ნეტფლიქს-პაემანი პარტნიორთან, ვარჯიში და ა.შ. მთავარია თანმიმდევრულობა. ცადეთ ოთხი კვირის განმავლობაში და დააკვირდით, როგორ მოგეწონებათ.

რაიმე ტიპის დოკუმენტში ჩაინიშნეთ კვირის მანძილზე შესასრულებელი დავალებები ან გამოიყენეთ კალენდარი, ისე, ორივე პარტნიორმა შეძლოთ დაამატოთ ოჯახთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება ამ კალენდარში, იქნება ეს ყოველკვირეული აქტივობა, სტომატოლოგთან ვიზიტი, ვახშამი თუ ოჯახური შოპინგი. შეიყვანეთ ნებისმიერი ცვლილება.

გადახედეთ კვირას ერთად

კვირის დაწყებამდე ერთი ღამე, ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს ან სხვა მთავარ გადაწყვეტილების მიმღებს და გაიარეთ მომდევნო დღეების გეგმები.

რა ხდება?

მიუხედავად იმისა, რომ იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეიტანოთ კვირის ყველა მოვლენა თქვენს კალენდარში, სინამდვილეში, ეს იშვიათად ხდება. ასე რომ, დაუთმეთ განახლებას რამდენიმე წუთი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი გაზიარებულ კალენდრებშია მოქცეული. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ შეხსენებებსა და ინფორმაციას, როდესაც ის გამოჩნდება ეკრანზე. გადახედეთ პრიორიტეტების პრინციპით – ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეებიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ.

როგორია გეგმა?

როცა გაერკვევით, რა გაქვთ გასაკეთებელი, შეადგინეთ გეგმა, რას როდის და ვინ აკეთებთ. კვების დაგეგმვა აუცილებელი არაა, ზედმეტად რუტინულია იმის დაგეგმვა, რა მიირთვათ ყოველდღიურად. დაადგინეთ 2-3 მთავარი ლოგისტიკური სფერო კვირის მანძილზე. შემდეგ გადაწყვიტეთ, როგორია გეგმა და ვინ არის მიმაგრებული თითოეულზე. მაშინაც კი, თუ აშკარად ჩანს, რა უნდა გაკეთდეს, გირჩევთ მაინც დააზუსტოთ, რათა არ მოგიწიოთ ფრაზების მოსმენა: „ოჰ, მე მეგონა, იცოდი, რომ ფეხბურთი გვქონდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე ვაპირებდით ვახშმობას.“

იქონიეთ სათადარიგო გეგმა. გეგმის დასახვა კონტროლის შეგრძნებას გმატებთ, მაგრამ რთულია მის შეცვლასთან შეგუება, ამიტომ კარგია, თუ გამოიჩენთ მოქნილობას და განსაზღვრავ სათადარიგო გეგმას.

წყარო: HBR



ისტორიაში პირველი ჰუმანოიდი რობოტი საყვირს უკრავდა

გარემოს პლასტმასით დაბინძურება, როგორც მთავარი გამოწვევა