ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ გასახდომი საშუალება არ არის. თუ სატრენაჟორო დარბაზში მისასვლელად საბოლოო მოტივაცია გჭირდებათ, გეტყვით, რომ რაც უფრო მეტს იმოძრავებთ, მით უკეთ იმუშავებს თქვენი გონება. ეს თეორია მეცნიერულად არის დადასტურებული. მაგრამ, მაინც სპორტის რომელი სახეობა ჯობია: ტრენაჟორები, ჰანტელებით ვარჯიში, კარდიო? თუ ცეკვა უკეთესია? ამ შეკითხვებზე ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები პასუხობს.

კვლევის მთავარი მიზანი ზრდასრულ ადამიანებში ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებებისა და დემენციის (შეძენილი ჭკუასუსტობა) პრევენცია იყო. მონაწილეობდა 55-დან 86 წლამდე 100 ადამიანი. მათთვის, სპეციალისტებმა, კონკრეტული ფიტნეს ვარჯიშები შეიმუშავეს, შედეგები კი MRI სკანერის საშუალებით შეამოწმეს. 6 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს არა მხოლოდ კოგნიტური ფუნქცია გაუუმჯობესდათ, არამედ განუვითარდათ გონების მნიშვნელოვანი უბნები.
და რა შედიოდა ამ ფიზიკურ მომზადებაში? განსაკუთრებული არაფერი – კვლევის მონაწილეები, კვირაში ორჯერ, სიმძიმეებს, ჰანტელებს ეწეოდნენ, თან ისე, რომ შესაძლებლობების მხოლოდ 80%-ს ხარჯავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ვარჯიში სხეულის კუნთების გარდა გონებასაც ავარჯიშებს.
„რაც უფრო ბევრი ადამიანი ივარჯიშებს ფიზიკურად, მაგალითად, ჰანტელებით, მით მეტად ჯანმრთელები იქნებიან ასაკოვანი ადამიანები. თუ ამას, მინიმუმ, კვირაში ორჯერ გააკეთებთ და რაც მთავარია, ინტენსიურ სახეს მისცემთ, თქვენი გონებისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება“, – ამბობს კვლევის ავტორი, სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი იორგი მავროსი.
წყარო: inc.com











