in

„რა მშვენიერი დროა სიცოცხლისთვის“ — ახალი რეკლამა მოგვიწოდებს, მეტი ვიცხოვროთ

„რა მშვენიერი დროა სიცოცხლისთვის“ — ასეთია ბარსელონაში დაფუძნებული კრეატიული სააგენტოს, &Rosàs-ს ახალი კამპანიის დევიზი. რეკლამა გვაჩვენებს, რომ როცა „სიკვდილს თვალებში ვუყურებთ“, ჩვენში იღვიძებს დაუოკებელი სურვილი, ყველაფერზე კონტროლი თავად ავიღოთ და სრულფასოვნად ვიცხოვროთ.

ვიდეორგოლი ფილმის ტრეილერის ფორმატს იმეორებს, სადაც მხოლოდ საკვანძო მომენტებია ნაჩვენები. რეალურად, ეს ვიდეო ტურისტული სააგენტო Exoticca-ს პოპულარიზაციას ეძღვნება — ის ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიული ნაწილია და მოგზაურობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

როგორც თავად კომპანია აღნიშნავს, პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ დიდი ძალისხმევის ჩადება უწევთ მარკეტინგულ კამპანიებში, რათა მოგზაურობისადმი ინტერესი მეტად გაზარდონ.

CES 2023-ზე საყურის ფორმის ყურსასმენები წარადგინეს

როგორ გაანაწილებენ მარკეტერები ბიუჯეტს, 2023 წელს