Expago აპლიკაციაა, რომელსაც, ადგილობრივების გავლით, ტურისტებისთვის მრავალფეროვანი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ინფორმაციის, რომლის აღმოჩენაც რთულია ნებისმიერი ტიპის გზამკვლევში. ეს არის პლატფორმა, როგორც ქართულ კულტურას, მოგზაურობის არასტანდარტულ გამოცდილებასა და ხალხთან კომუნიკაციას მოწყურებული ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებს, ამასთან, უნდათ შემოსავლის მიღება.
თავგადასავლების მაძიებელი, თუ მზრუნველი დედა, პროფესიონალი გიდი, თუ თევზაობით გატაცებული ადამიანი, პენსიონერი თუ სტუდენტი – ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გააჩნია ჰობი და ინტერესები, შეუძლია შეუერთდეს Expago-ს და საკუთარი გატაცებები დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციოს“, – გვიყვება თბილისის სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი და Expago-ს რეგიონალური დირექტორი – გური ქოიავა.
Expago საერთაშორისო გუნდის მიერ შეიქმნა. გუნდმა პლატფორმაზე მუშაობა დაიწყო 2018 წლის იანვარში დაიწყო. ამჟამად, უკვე ფუნქციონირებს ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია iOS-ისა და „ანდროიდის“ სისტემებისთვის. აპლიკაცია ფუნქციონირებას საქართველოში იწყებს, შემდეგი ნაბიჯები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირების დაწყება იქნება.
რუსეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. „ტურისტული ემბარგოს“ პირობებში, რომლის მიხედვითაც, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან აიკრძალება, ტურისტული სექტორი, ერთ-ერთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ნაწილის – რუსი ტურისტების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. სხვადასხვა კამპანიისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გვერდით, Expago-ც მზადაა იყოს პლატფორმა ნებისმიერი ეროვნების ტურისტისა და ადგილობრივების დასაკავშირებლად. Expago-ში ამბობენ, რომ მზად არიან „აღმოაჩენინონ საქართველო ადგილობრივების თვალებით“.
M: როგორი ტენდენციაა ტურისტულ ბაზარზე? რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე მოგზაურისთვის ადგილობრივთან კომუნიკაცია?
ამერიკის მსხვილი ტურისტული კომპანიის Overseas Adventure Travel (O.A.T.)-ის კვლევის მიხედვით, 2019 წელს, 90 ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტების 85%-მა აირჩია ინდივიდუალური ტურები და უარი განაცხადა „all-inclusive“ მომსახურებაზე. მილენიალები, მით უმეტეს, არ არიან გამზადებული ტურ-პაკეტების მომხმარებლები. გარდა ამისა, World Travel & Tourism Council and Bloomberg -ის 2019 წლის მეგატრენდების ანგარიშის მიხედვით, ინდივიდუალური ტურები და მოგაზურობისას პირადი ურთიერთობები აღარ წაროადგენს მხოლოდ luxury ბაზრის სეგმენტს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მოგზაურობისას, სტანდარტულ სანახაოებებს მოქნილობას და ადგილობრივებთან პირად ურთიერთობებს ამჯობინებს.
გაჩნდა ტენდენცია, რომ ადამიანები გვერდს უვლიან „დატკეპნილ“ ტურისტულ მარშრუტებს, მათ ავთენტური გამოცდლება და პირადი ურთიერთობები ურჩევნიათ. თუნდაც, უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ადგილობრივებთან ერთად სადილი.
Expago-ს კონცეფცია საუკეთესოდ ერგება საქართველოს. ქვეყანას, სადაც მეგობრული ხალხი ცხოვრობს, რომელთაც სჯერათ, რომ სტუმარი ღვთის საჩუქარია“.
M: გარდა მასპინძლებსა და სტუმრებს შორის შუამავლობისა, თუ ასრულებს სხვა ფუნქციას აპლიკაცია Expago?
დიახ, Expago ტურისტებს სთავაზობს ნებისმიერ გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებულ უნიკალური ადგილობრივი გამოცდილების მიღების საშუალებას. გურმანებს შეუძლიათ ისადილონ სტუმართმოყვარე ქართულ ოჯახში და ამავე დროს, შეისწავლონ ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძის მომზადება. ურბანული ტურების მოყვარულებს კი ვთავაზობთ საკურორტო ქალაქ წყალტუბოს სტუმრობას, მათ შეეძლებათ დაათვალიერონ მიტოვებული სანატორიუმები, სადაც ერთ დროს, მაღალი რანგის საბჭოთა ლიდერების დასვენებისთვის განსაკუთრებული პირობები იყო შექმნილი. ხელოვნების მოყვარულებს ვეპატიჟებით, მოინახულონ ცნობილი მხატვრის – ნიკო ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებული ადგილები, სადაც ის თავის უნიკალურ ნამუშევრებს ქმნიდა. თეატრის მოყვარულებს შეეძლებათ დაესწრონ თანამედროვე და კლასიკურ სპექტაკლებს, ასევე, კულისებშიც კი შეიჭყიტონ და უნიკალურ ვინტაჟურ დეკორაციებს შეავლონ თვალი.
ღამის ცხოვრებას მოწყურებულ ტურისტებს ვთავაზობთ პაბებში სტუმრობას და კლუბურ გამოცდილებას. საბჭოთა მემკვიდრეობის გასაცნობად, ისტორიის მოყვარულებს, თანამედროვე თბილისის გარეუბნებში ვეპატიჟებით, ხოლო მათ, ვისაც არ ეშინია წყალში ხელფეხშეკრული გადახტომის, კოლხური სტილის შემსწავლელ ცურვის გაკვეთილებსაც კი ვთავაზობთ.
M: როგორ წარმოგიდგენიათ Expago-ს განვითარების გზა, ან რას აკეთებთ ამისთვის?
ვაფართოვებთ გეოგრაფიულ არეალს, გვიერთდებიან ექსპერტები აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან – დავფარავთ მთლიანად საქართველოს და შემდეგ, სხვა ქვეყნების მოცვაზეც ვფიქრობთ.