in

მცდარი შეხედულებები, რაც ექსპატებს აქვთ ადგილობრივ თანამშრომლებზე

ემიგრაციაში მყოფ ადამიანს სამსახურთან დაკავშირებული ბევრი სირთულე აქვს. საქმიანობაში წარუმატებლობამ დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ემიგრანტის ყოველდღიურობასა და მათ ოჯახებს. ამავდროულად, მათ უწევთ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივებს და სწორედ მაღალპროდუქტიულობა უწყობთ ხელს პოზიციების შენარჩუნებაში. მეორე მხარეს არიან ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო კომპანიის შვილობილ ორგანიზაციაში მუშაობენ და გარკვეულწილად გავლენას ახდენენ კორპორაციის მობილობასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.

ადგილობრივების კორპორაციულ საქმიანობაში ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნდოვანება შემოაქვთ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აფასებენ ემიგრანტების სამუშაო ძალას, ნაკლები ყურადღება ექცევა მათ როლსა და მნიშვნელობას. ბოლო წლებში, დანაწევრებულმა გლობალიზაციამ, პანდემიამ და გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეამცირა უცხოელების რიცხვი და პირიქით, გაზარდა ორგანიზაციებში დასაქმებულ ადგილობრივთა როლი.

ზემოხსენებული დისბალანსი ვრცელდება კვლევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვანი კომპანიების სამუშაო ძალის 80%-ზე მეტი გლობალურად ოპერირებს და ასრულებს ძირითად ფუნქციებს ადგილობრივ შვილობილი კომპანიებში, ემიგრანტებზე ჩატარებული ყოველ 50 კვლევაზე მხოლოდ ერთი მოდის ადგილობრივებზე. იმის გამო, რომ მათ მცირე ყურადღება ექცევათ, არსებობს მითები მათი როლისა და ღირებულების შესახებ, რომელსაც ისინი მულტინაციონალური კომპანიებისთვის ქმნიან. ამ სტატიაში სწორედ ამ პრობლემურ მითებს მიმოვიხილავთ.

ადგილობრივები და ემიგრანტები ერთნაირად კეთილგანწყობილები არიან ერთმანეთის მიმართ

ადგილობრივები ყოველთვის არ არიან ისე კეთილგანწყობილები ემიგრანტების მიმართ. არცთუ იშვიათად, ავლენენ გულგრილობას, სკეპტიციზმს და უკმაყოფილებასაც კი. მიზეზი გასაგებიცაა. მათ საკუთარი თავსატეხებიც საკმარისად აქვთ და ზოგჯერ, ხელმძღვანელობისგან ყურადღების ნაკლებობასაც განიცდიან. აქედან გამომდინარე, მათგან კონტრპროდუქტიული ქცევები მოსალოდნელია.

რა შეუძლიათ გააკეთონ ემიგრანტებმა და მათ დამსაქმებლებმა, რომ მსგავსი უარყოფითი სენტიმენტები პოზიტიურ მოლოდინად აქციონ? ერთ-ერთი გზაა ადგილობრივების დახმარება ემიგრანტების ჩამოსვლისთვის მომზადებაში. განსაკუთრებით, თუ ემიგრანტი არის უფროსი პოზიციით, რომელიც არ საუბრობს ადგილობრივ ენაზე, ადგილობრივები შეიძლება შეიძლება დაინტერესდნენ ახალი ლიდერის მშობლიური ენით. ზოგიერთი ორგანიზაცია ამ სიტუაციაში სთავაზობს ენის სწავლებას, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

ყველა ადგილობრივი ერთნაირი არ არის

ზოგიერთს აქვს საერთაშორისო გამოცდილება, ზოგს – არასოდეს დაუტოვებია ქვეყანა. ზოგი მუშაობს ისეთ სამუშაოებზე, რომლებიც მოითხოვს ყოველდღიურ ურთიერთობას ემიგრანტებთან, ზოგი უცხოელებს თითქმის არ ხვდება. ზოგიერთი ფლობს ემიგრანტების ენას, მაგრამ როგორც წესი, ასეთი ბევრი არაა. ზოგიერთს მოსწონს ადგილობრივი მენეჯერები, სხვებს – მრავალეროვნულობა იზიდავს.

ადგილობრივები არ არიან ვალდებულები, ემიგრანტების მხარდამჭერ გუნდად იქცნენ სამსახურში

როცა ადგილობრივები იკავებენ ძირითად პოზიციებს სამსახურში, არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ისინი ემიგრანტებს მიანიჭებენ უპირატესობას და მათ უპირობო მხარდამჭერებად იქცევიან. ემიგრანტებისთვის კარგია იმის აღქმა, რომ როდესაც ადგილობრივები მხარდაჭერას გამოხატავენ, ეს მათ ყოველდღიურ პასუხისმგებლობებს სცილდება და მათ უშუალო მოვალეობებსა და ფუნქციებს ემატება. ემიგრანტებმა არ უნდა ჩათვალონ ვალდებულად, რომ ადგილობრივები მათ უნდა დაეხმარონ.

ადგილობრივები ხშირად არიან ცოდნის წყარო

სათანადოდ დაფასებული არაა ადგილობრივების როლი ინფორმაციის გაცემის კუთხით. მათ ხშირად აქვს სათანადო ცოდნა, წვდომა ისეთ ინსაითებზე, რაზეც სხვებს წარმოდგენაც არ აქვთ. ეფექტური იქნება, თუკი ორგანიზაცია შექმნის სათანადო პირობას, რაც ადგილობრივებსა და ექსპატებს შორის ცოდნის მიმოცვლის წინაპირობა იქნება.

მცდარია წარმოდგენა, თითქოს ადგილობრივებისთვის ადაპტაცია უფრო ადვილია, ვიდრე ექსპატებისთვის

ექსპატებისთვის ადაპტაციის თანმხლები სირთულეები კარგად არის ცნობილი. მიიჩნევა, რომ ადგილობრივებისთვის ეს იმხელა სირთულეს არ წარმოადგენს. ადგილობრივები აწყდებიან სირთულეებს ექსპატებთან ურთიერთობისას, კულტურული თვალსაზრისით. ასეთ დროს სწორი ნაბიჯია თანაგრძნობის გაღვივება, რომ ექსპატების გარდა, ადგილობრივებსაც აქვთ გამოწვევები და ეს მათ ყოველდღიურ თავსატეხებზე არანაკლებ რთულია.

რატომ არის ჩვენ მიერ აღწერილი მითები პრობლემური? იმის გამო, რომ ეს განაპირობებს ნაკლებად ნაყოფიერ ურთიერთქმედებას ემიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის. ეს კი ქმნის დაძაბულობასა და კონფლიქტებს ორგანიზაციაში, რაც უარყოფითად მოქმედებს ორივე მხარის პროდუქტიულობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა ამ მიმართულებებს ყურადღება მიაქციონ და აღმოფხვრან ყველა შესაძლო ბარიერი თანამშრომლებს შორის.

წყარო: HBR



Divertido Tequila მექსიკური სამაგიდო თამაშის შთაგონებით შეიქმნა

„ინტელექტი“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე