in

2026: ახალი თავი და ახალი ლოკაციები Expedition by TJ-ის ისტორიაში

Expedition by Travel Junkie-მ პირველი გასვლითი ექსპედიცია ჰიმალაებში 2015 წელს განახორციელა. ამის შემდეგ პროექტი ეტაპობრივად გაფართოვდა და მოიცვა მოგზაურობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში – საქართველოდან პაპუა ახალ გვინეამდე.

ორი წლის წინ გადაინაცვლა ახალ ფორმატზე, semi-private ექსპედიციებზე, რაც მცირე ჯგუფებით მოგზაურობასა და უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას გულისხმობს. ამ დროის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 20 უნიკალური ექსპედიცია, ხოლო 100-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის მოგზაურობაში.

ყველა პროექტი დოკუმენტირებული იყო ვიდეო და ფოტომასალით, ხოლო ის მიმართულებები, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომლად ითვლებოდა, რეალურად ხელშესახები გახდა. Expedition by Travel Junkie-ის კონცეფცია დაფუძნებულია რეალურ გამოცდილებაზე და არა მხოლოდ ციფრულ კონტენტზე. ბრენდის მიზანია, მონაწილეებმა თავად მიიღონ ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რასაც კონკრეტული ადგილი და გარემო იძლევა, არა ეკრანიდან, არამედ უშუალო მონაწილეობით.

მოგზაურობის მოყვარულთათვის სიახლეების შეთავაზება გუნდის მუდმივი მიზანია და 2026 წელიც არ იქნება გამონაკლისი. უკვე კარგად ნაცნობ საექსპედიციო მიმართულებებთან ერთად, წელს ახალ, experience-based ხაზს – სათხილამურო და მოტოტურებს იწყებენ.

2026 წლის სათხილამურო მიმართულებები

2026 წლის სეზონისთვის დაგეგმილია შემდეგი მიმართულებები:

  • ეტნა – სრიალი მოქმედ ვულკანზე

  • იაპონია, ჰოკაიდო

  • ჰიმალაები

  • ლაპლანდია

  • ანდები

  • დოლომიტები

ახალი თავი Expedition by TJ-ს ისტორიაში

2026 წლიდან Expedition by TJ ახალ მიმართულებას ამატებს – ქსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, თუმცა არა მხოლოდ მათთვის. აქამდე ექსპედიციები

მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე experience-based მოგზაურობებს აერთიანებდა, ხოლო 2026 წლიდან პროგრამას ემატება სკიტურები მსოფლიოს უნიკალურ ლოკაციებზე.

ეს არ იქნება უბრალოდ სასრიალო ტურები. ეს იქნება მოგზაურობა, თავგადასავალი, ავთენტური კულტურული გამოცდილება და ექსტრემის სწორი დოზა – ყველაფერი ერთ ექსპედიციაშია გაერთიანებული.

მთავარი მიმართულება – ეტნა

სრიალი მოქმედ ვულკანზე

„ეტნა პირველად შარშან, ორჯერ დავიპყარით და მიღებულმა გამოცდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ლავასთან სიახლოვე, ვულკანის ენერგია და თოვლში სრიალი — ეს არის ემოცია, რომელიც სიტყვებით რთულად გადმოსაცემია”, – ამბობენ გუნდის წევრები.

ეტნა მდებარეობს სიცილიაზე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში, სადაც ერთმანეთს ერწყმის: ველური ბუნება, უნიკალური სამზარეულო, ისტორიული არქიტექტურა, პალერმოს ლეგენდარული, ოდნავ მისტიკური წარსული.

როგორ ჩატარდება ტური

ტური გაიმართება თებერვალში, ეტნას ძირში მდებარე სოფელ Zafferana Etnea-ში. მონაწილეები დაბინავდებიან ავთენტურ სიცილიურ სასტუმროში, საიდანაც ყოველდღიურად გაიმართება:

  • სკიტურები
  • სალაშქრო აქტივობები
  • კულინარიულ თავგადასავლები
  • ფოტო/ვიდეო გადაღებები

პროგრამა მორგებულია როგორც დამწყებებზე, ასევე მათზე, ვისთვისაც სრიალი ცხელ ლავასთან უკვე არა შიში, არამედ თავგადასავალია.

და თუ უბრალოდ სიმშვიდე და ესთეტიკა გიზიდავთ — დილით ეტნას ხედებით დატკბებით, საღამოს კი ტაორმინას ძველ ქუჩებში გაისეირნებთ, სადაც სიცილიური სამზარეულო და ღვინო დღის იდეალურ დასასრულს შექმნის.

ჰოკაიდო, იაპონია – 2026

იაპონიაში მოგზაურობა ბევრის ოცნებაა, მაგრამ ჰოკაიდოში სრიალი – ეს უკვე სხვა განზომილებაა. 2026 წელს ამ ოცნებას რეალობად Expedition by Travel Junkie აქცევს.

ჰოკაიდოს ექსპედიცია დაიწყება ტოკიოში, ქალაქში, სადაც ტრადიცია და მომავალი ერთ სივრცეში იყრის თავს. ჯგუფი აქ 4–5 დღეს გაატარებს, შეიგრძნობს იაპონიის რიტმს, კულტურას და ენერგიას, რის შემდეგაც გაფრინდებიან ჰოკაიდოზე, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სათხილამურო რეგიონში.

ჯგუფთან ერთად იქნებიან ქართველი პროფესიონალი სამთო გამყოლები და სათხილამურო გიდები, რომლებიც უკვე წლებია ჰოკაიდოზე მუშაობენ და სრულყოფილად იცნობენ მის რელიეფს, თოვლსა და საიდუმლო ლოკაციებს.

ეს არ იქნება უბრალოდ სრიალი. ეს იქნება ავთენტური ექსპედიცია მათთვის, ვისთვისაც სრიალი მხოლოდ სპორტი კი არა, ცხოვრების სტილია.

[პარტნიორის კონტენტი]

4 გზა, თუ როგორ ამსუბუქებს მარკეტერების ცხოვრებას Nano Banana-ს გამოყენება

AKER TBILISI 2025 წელს აჯამებს