სარეკლამო სააგენტომ BBH Asia Pacific და ავეჯის მწარმოებელმა IKEA-მ ახალი კატალოგის სარეკლამო ვიდეო გადაიღეს.
მოწყობილობა, რომელსაც არც სატენი და არც usb კაბელი ესაჭიროება, ამის შესახებ იკეას ახალი კატალოგის რეკლამაში გაიგებთ. სააგენტოს კრეატორებმა ვიდეოს საფუძვლად ელექტრონული წიგნების სარეკლამო ვიდეო აიღეს. თითქმის ყველა ტაბლეტის და e-reader-ის რეკლამა ერთმანეთს ჰგავს.
ახალი სარეკლამო კამპანიისთვის სააგენტომ ზუსტად იგივე პრინციპი ბეჭდურ კატალოგზე გადაიტანა, რაც ძალიან სახალისო გამოდგა. რეკლამა, რომელიც ერთდროულად ხუმრობაა და მეორეს მხრივ ბეჭდურ ნაწარმს სრულიად სხვა თვალით დაგანახებთ.
ახალ კატალოგს bookbook დაარქვეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ეს არც digital book-ია და არც e-book-ი