in

ერთმანეთთან არათავსებადი ნამდვილი და ციფრული „მე“ – სოციალური ექსპერიმენტი

ოთხი ადამიანი საკუთარი თავის ჰოლოგრამულ ვერსიას ხვდება და მასთან ერთად პასუხობს სხვადასხვა შეკითხვას საკუთარი პიროვნებისა თუ ღირებულებების შესახებ. ცნობისთვის, ოთხივე ადამიანის ჰოლოგრამული ვერსია ამ პიროვნებების ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს ინტერვიუერის შეკითხვებს.

როგორი ვარ სოციალურ მედიაში და როგორი ვარ სინამდვილეში?

ვისკის ბრენდმა, Ballantine სააგენტო Slap Global-თან თანამშრომლობით ძალიან საინტერესო სოციალური ექსპერიმენტი შემოგვთავაზა:

მაგალითად, ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე კითხვაზე: „თავდაჯერებული ხართ?” პასუხობს: „დიახ, ადრე არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო თავდაჯერებული გავხდი“. ამის შემდეგ, იგივე კითხვა მის ჰოლოგრამას დაუსვეს, რომელიც ამბობს: „ჩემი პარტნიორის გასაცნობად, რამდენჯერმე ვცადე სახელმძღვანელოების მოძებნა, თუ „როგორ უნდა მოვხიბლოთ ბიჭი“.

კამპანიის მთავარი სათქმელია, რომ არაა აუცილებელი, ყველას მოვწონდეთ! და რომ პირველ რიგში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მიღება და შეყვარება!

თავდაპირველად, კამპანია ორმოცდაათი ადამიანის სკრინინგით დაიწყო. Slap Global და Ballantine თანამშრომლობდნენ, ასევე, ფსიქოლოგებსა და მონაცემთა მეცნიერებთან.

პირველადი სკრინინგის შემდეგ, პირადი გასაუბრებისთვის მკვლევარებმა თხუთმეტი კანდიდატი შეარჩიეს. მათი შერჩევის მთავარი მიზეზი გამოვლენილი მაღალი სოციალური სასურველობა იყო (სოციალური სასურველობა გულისხმობს კვლევის სუბიექტის ტენდენციას, კითხვებს უპასუხოს ისე, რომ სოციალურად უფრო მისაღები აღმოჩნდეს და თავი აარიდოს „ნამდვილი მეს“ გამჟღავნებას).

საბოლოოდ, ექსპერიმენტისთვის ოთხი კანდიდატი აირჩა და ყველა მათგანი დათანხმდა მათი მონაცემების ჩამოტვირთვაზე პოპულარული ციფრული პლატფორმებიდან, მათ შორის: WhatsApp, Google, YouTube, Instagram და Facebook.

ბექა მეფარიშვილი – #პირველისამსახური

Amazon-ის ახალი სერვისი “შექმნილია შენთვის”