in

ექსპერიმენტული მკურნალობით 13 წლის მოზარდმა ლეიკემიის რემისიას მიაღწია!

მას შემდეგ, რაც ალისა გახდა პირველი პაციენტი, რომელსაც ახალი თერაპია ჩაუტარდა და რემისიაში გადავიდა, ექიმები ლეიკემიის აგრესიული ფორმის პიონერულ მკურნალობის მეთოდს მიესალმებიან.

M2
M2

ამბავი კი ასე დაიწყო: გასულ წელს 13 წლის ალისას T უჯრედების მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მისი ორგანიზმი ჩვეულებრივ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, მათ შორის არც ქიმიოთერაპიას ან ძვლის ტვინის გადანერგვას. ამიტომ, ალისა London’s Great Ormond Street Hospital for Children (GOSH) ახალი მკურნალობის კლინიკურ ცდებში ჩაეწერა. 28 დღეში კი ლეიკემია რემისიაში გადავიდა, რამაც მას საშუალება მისცა, იმუნური სისტემის აღსადგენად ძვლის ტვინის მეორე გადანერგვა გაეკეთებინა. ხოლო, 6 თვის შემდეგ ალისა ლესტერში, საკუთარ სახლში დაბრუნდა და საჭირო მკურნალობას იქ აგრძელებს.

ამ ექსპერიმენტული მკურნალობის გარეშე, ალისას ერთადერთი ვარიანტი პალიატიური მზრუნველობა იყო, — აცხადებენ კლინიკაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL) კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ბავშვებში და გავლენა აქვს იმუნურ სისტემაზე, კერძოდ B და T უჯრედებზე, რომლებიც ვირუსებისგან გვიცავს.

GOSH-ის თქმით, ალისა პირველი პაციენტი იყო, რომელსაც ბაზის რედაქტირებული T უჯრედები მისცეს. ეს ცალკეული ნუკლეოტიდური ბაზების ქიმიურ გარდაქმნას გულისხმობს, დნმ-ის კოდის ასოებს, რომლებიც, თავის მხრივ, კონკრეტული ცილის შესაბამის სტრუქტურას ატარებს. 

რაც შეეხება B უჯრედის ლეიკემიის მკურნალობას, ეს 2015 წელს მოხდა, როცა GOSH-ისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრებმა გენომით რედაქტირებული T უჯრედები გამოიყენეს. თუმცა ლეიკემიის სხვა ტიპების სამკურნალოდ, გუნდს უნდა გადაელახა გამოწვევა, რომელსაც წარმოების პროცესში T უჯრედებისგან ერთმანეთის განადგურება წარმოადგენდა. ამიტომ, რედაქტირებულ უჯრედებში საჭირო იყო მრავალი დამატებითი ცვლილება, რათა შესძლებოდათ კიბოს უჯრედების დამიზნება ერთმანეთის დაზიანების გარეშე…

ეს არის შესანიშნავი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ექსპერტთა გუნდებითა და ინფრასტრუქტურით პაციენტების რეალურ შედეგებთან ლაბორატორიის უახლესი ტექნოლოგიების დაკავშირება. ეს ჩვენი ყველაზე დახვეწილი უჯრედული ინჟინერიაა, რომელიც გზას გაუხსნის სხვა ახალ მკურნალობის მეთოდებსა და უკეთეს მომავალს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, — აცხადებს ვასიმ ქასიმი, GOSH-ის კონსულტანტ-იმუნოლოგი.

ალისა კი ამბობს, რომ საცდელ მკურნალობაში არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ბავშვების გამოც იღებდა მონაწილეობას…

იმედია, ეს დაამტკიცებს, რომ კვლევა მუშაობს და მას უფრო მეტ ბავშვსაც შესთავაზებენ, — ამბობს ალისას დედა. 

აი, როგორ წარმოუდგენია ChatGPT-ს მომავალი, სადაც AI ხელოვანებს ანაცვლებს

Skoda Enyaq iV – სრულიად ელექტრო საოჯახო SUV