in

#აღმოაჩინე ამსტერდამი

ნიდერლანდებში, კერძოდ ამსტერდამში მოგზაურობაზე ფიქრისას ზოგს შეიძლება ველოსიპედები, ყვავილების მრავალფეროვანი პლანტაციები, ქარის წისქვილები, ცნობილი ყველის სახეობები თუ მსოფლიოში უმდიდრესი მუზეუმები გაახსენდეს, ზოგისთვის კი ეს თავბრუდამხვევი გართობის ქალაქია და ადგილი, სადაც ლეგალური მარიხუანის, პროსტიტუციის ან თუნდაც, Heineken-ის ნამდვილი გემოს შეგრძნებაა შესაძლებელი.

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას #აღმოაჩინე, ჩვენი მესამე რჩეული ქალაქია ამსტერდამი, რომელზეც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და კომენტარებში თქვენს აზრსაც დაველოდებით. რუბრიკის სპონსორია ტერა ბანკის თრეველ ბარათი. გაანაღდეთ თანხები მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ.

მოგზაურთა შორის, ამსტერდამი დიდი პოპულარულობით სარგებლობს.მისი დათვალიერება მთავარი მოედნიდან „დამ სქვეარიდან” შეგიძლიათ დაიწყოთ, სადაც სასახლე Koninklijk Paleis მდებარეობს, რომელიც მე-17 საუკუნეში, ნაპოლეონის ძმის, ლუი I-ის მეფობისას აიგო. გარდა ისტორიული კონტექსტებისა, ამსტერდამში თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ცენტრებს აღმოაჩენთ, იგი აერთიანებს მრავალ მუზეუმსა თუ სახელოვნებო ღონისძიებას.თუ სრულად იზიარებთ ლიბერალურ შეხედულებებს და თითოეული ინდივიდის თავისუფლება თქვენთვის ღირებულებას წარმოადგენს, უნდა ესტუმროთ ანა ფრანკის მუზეუმს ამსტერდამში. ეს ერთგვარი გადასვლაა უახლოეს ისტორიაში, თანამედროვე, თავისუფალი რეალობიდან, რომელსაც ეს ქალაქი თითოეულ ვიზიტორს უქმნის. შეგიძლიათ საკუთარი ყურით გაიგოთ ვიწრო სახლის იატაკის ან კედლების ჭრიალი, რომელსაც გერმანელებისგან დევნილი ებრაელი გოგონა, თავის დღიურში, ასე მძაფრად აღწერდა. შეიგრძნოთ საფრთხისა და დევნილობის სუნი, რომელიც, ამსტერდამში, მხოლოდ ამ სახლში შეიმჩნევა.

აღსანიშნავია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმის Stedelijk-ის შენობა მე-19 საუკუნეში აიგო და ძირითადად, აერთიანებს მე-20 და 21-ე საუკუნის თანამედროვე და მოდერნული ხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: Vincent van Gogh, Wassily Kandinsky, Ernst Ludwig Kirchner, Marc Chagall, Henri Matisse, Jackson Pollock, Karel Appel, Andy Warhol, Willem de Kooning, Marlene Dumas, Lucio Fontana და ა.შ. აქ ინახება პიკასოს ნახატებიც.


თუ სამხრეთისკენ იმოძრავებთ, არხებით დაქსელილი ქალაქი ჰოლანდიელი ფერმწერის – ვან გოგის მუზეუმამდე მიგიყვანთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ ხელოვნება და საკუთარი თავის ძიება თქვენი ინტერესის სფეროა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული მსოფლიოში, რომელიც ძირითადად, ჰოლანდიელი მხატვრის ფერწერულ, გრაფიკულ ნამუშევარს, პირად წერილებს ინახავს. ამ ზაფხულს კი განსაკუთრებული შესაძლებლობა გეძლევათ – მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით და ვან გოგის ბუნებასთან დამოკიდებულების ცნობილ ფაქტზე დაყრდნობით, გამოფენა ზაფხულის განმავლობაში, 10 სექტემბრამდე Rousseau, Corot-ის ტყეში გადავა.

Stedelijk ისა და ვან გოგის მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, ჰოლანდიელების ეროვნული მუზეუმი – Rijksmuseu, სადაც შეგიძლიათ ჰოლანდიის ისტორიასა და მხატვრობას გაეცნოთ. მუზეუმის წინ კი მდებარეობის, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი I amsterdam , სადაც სამახსოვრო ფოტოები შეგიძლიათ გადაიღოთ.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სანახაობად რემბრანტის ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორია ითვლება, სადაც, 2006 წელს, ორმა რუსმა ხელოვანმა, ამ ჰოლანდიელი მხატვრის მიერ, 1642 წელს შესრულებული ცნობილი ტილო „ღამის გუშაგის” პერსონაჟები „გააცოცხლა”, თუ ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ნახატზე გამოსახული ადამიანების ქანდაკებებად ქცევას. აღნიშნული ინიციატივა რემბრანტის 400 წლის იუბილეს უკავშირდებოდა და შედეგად, დღეისათვის, ეს არის ყველაზე პოპულარული ხელოვნების ნიმუში ქალაქში, სადაც, „ღამის გუშაგთან” სელფის გადაღებაც შეგიძლიათ.

გარდა რემბრანტის პერსონაჟებისა, თუ ცნობილ ადამიანებთან სელფის გადაღებაც თქვენი მოწოდებაა, ამსტერდამში ყოფნისას, აუცილებლად უნდა ესტუმროთ „მადამ ტუსოს” მუზეუმს, სადაც თქვენთვის ნაცნობი ყველა ვარსკვლავი დაგხვდებათ, უბრალოდ, უძრავ მდგომარეობაში. ეს არის ცვილის ფიგურების მუზეუმი, რომელიც სხვადასხვა ადამიანის ფიგურისგან შედგება. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ცნობილ „ჰოლივუდის” ვარსკვლავსა და თქვენს კუმირს სპორტის, მუსიკისა თუ კინოს მიმართულებით.


ყოველწლიურად, ამსტერდამი 300-ზე მეტ ფესტივალს მასპინძლობს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გიჟური ფესტივალების ადგილი, მათი უმეტესობა კი ტარდება ზაფხულის განმავლობაში. ასე რომ, როცა არ  უნდა ეწვიოთ ამსტერდამს, ის მაინც აქტიურ ფაზაში დაგხვდებათ. ელექტრონული თუ სხვა ჟანრის მუსიკის ივენთებით დაწყებული, კვების ღონისძიებებით დამთავრებული, ამსტერდამის ფესტივალთა განრიგი მოიცავს ყველა გემოსა და ჟანრს.

აქ შეგიძლია იყო ის ვინც ხარ – ქალაქი შეზღუდვების გარეშე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ხელოვანს იზიდავს და ისინი არიან ღია ახალი ურთიერთობებისთვის, შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებისთვისა და მეგობრობისთვის. აქ უნდა ნახო ახალგაზრდები, რომლებიც ამა თუ იმ არხის გასწვრივ სხედან, მარიხუანას ეწევიან და გიტარაზე უკრავენ.

მეტნაკლებად გავრცელებული შეხედულების თანახმად, თანამედროვე ცხოვრების წესი, თავისუფლება, ბევრ პროგრესულ ქვეყანაში „აკრძალული ხილის” ლეგალიზაცია, აუცილებლად უკავშირდება ძველი ტრადიციების უარყოფასა და ისტორიული წარსულის უგულებელყოფას. ამსტერდამი მსოფლიოს ყველაზე აქტიური წერტილია „აკრძალული ხილების” მოყვარულთათვის. თუმცა, ამ ქალაქში უცვლელადაა შემონახული ისტორიული, სპეციფიკური არქიტექტურა, რომელიც რვა საუკუნეს ითვლის. ვიწრო ქუჩების შესაბამისი ვიწრო სახლები ამსტერდამს ფეხით თუ ველოსიპედით სიარულის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მისაწვდომსა და მომხიბვლელს ხდის. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნემდე ქალაქის საკანალიზაციო სისტემას სწორედ რომ მასში გამავალი არხები წარმოადგენდა, დღეისათვის, ამსტერდამელები ამაყობენ თავიანთი სუფთა წყლით, რომელზეც ნაწილობრივ დგას ქალაქი.

აღსანიშნავია ტრანსპორტის სპეციფიკა. ვიწრო ქუჩების, მჭიდრო არხებისა და მათზე გადებული ხიდებიდან გამომდინარე, აქ ყველაზე აქტუალური ტრანსპორტი ველოსიპედია. ერთი მხრივ, ეს არ შეგიქმნით ქალაქში მოძრაობისას, საცობებით გამოწვეულ დისკომფორტს და მეორე მხრივ – ხელს შეუწყობს თქვენს ჯანსაღ დასვენებას. ამსტერდამში მკვეთრადაა გამოყოფილი ველობილიკები და მოტობილიკებიც მისგან დამოუკიდებლად არსებობენ.  


როგორც კი ინათებს ბარებსა და კაფეებს გარეთ გამოაქვთ მაგიდები, ბოჰემური სანაპიროებიდან ვერანდებამდე. გამოირჩევა რამდენიმე კვების ობიექტი, მაგალითად ტერასა Waterkant – რომელიც ამსტერდამის ძველ დასავლეთ უბანში მდებარეობს, ან Hannekes Boom, რომელიც ცენტრალური სადგურიდან 10 წუთის სავალზეა, ან ტერასა და ბარი Floor 17, რომლიდანაც 360 გრადუსიან ხედს იხილავთ ამსტერდამზე. ეს ტერასების ქალაქია, ღია და აქტიური, არჩევანი კი თქვენზეა. შეგიძლიათ მიირთვათ ადგილობრივი საკვები, ბურგერები ან ჰაშიშიანი ნამცხვრები და ცნობილი კოქტეილები. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეწვიოთ ე.წ ლაქშერი რესტორნებს: Ciel BleuLa Rive
ან de Silveren Spiegel, რომლებიც ძვირადღირებული კულინარული ექსპერიმენტების გამოცდის საშუალებას მოგცემენ.

რაც შეეხება განთავსებას, შეგიძლიათ მოძებნოთ შესაბამისი ფასის და პირობების მქონე საცხოვრებელი Airbnb-ზე, თუმცა, 2017 წლის ზაფხულში ამსტერდამმა კემპინგის მოყვარულებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე UrbanCampsite აქცევს Science Park-ს ხელოვნების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სივრცედ. კემპინგის მოყვარულებს კი შეეძლებათ ამ პარკში დაბინავება. ადგილის დაჯავშვნა კი Airbnb-ს მეშვეობით არის შესაძლებელი.

სექს ტურიზმი ან სად წავიდეთ საღამოს
ამსტერდამში როგორც კი შებინდდება, გარკვეული უბნების ვიტრინებში ინთება წითელი შუქი, მანეკენების ნაცვლად კი მინის მიღმა მომღიმარი მეძავები პოზირებენ. ფასი 50 ევროდან იწყება, თუმცა, თუ წითლად ანთებული ვიტრინები თქვენი ინტერესის სფეროსთან თანხვედრაში არაა და დღის განმავლობაში არც სექს-შოპები მოგინახულებიათ, ამსტერდამს თქვენთვისაც აქვს ალტერნატივა, შეგიძლიათ წახვიდეთ კინოჩვენებებზე ქალაქის მახლობლად, პლიაჟზე ან შენობების სახურავებზე. გარდა ამისა, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, ამსტერდამში ფუნქციონირებს თეატრი ღია ცის ქვეშ – Vondelpark, სადაც ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას, ტარდება ცეკვისა და მუსიკის სხვადასხვა სახის პერფორმანსი, ივენთი თუ კომედიური ჟანრის წარმოდგენა. 


მოგზაურობისა და საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტის მსურველებს ტერაბანკი განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ, თრეველ ბარათის და საკრედიტო ბარათის ერთად აღების შემთხვევაში!

500 ლარიანი ლიმიტი საკრედიტო ბარათზე
50%-იანი ფასდაკლება თრეველ ბარათზე

ტერაბანკის თრეველ ბარათით მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია და ამასთან ერთად სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება უფასოდ არის შესაძლებელი.
ეს ყველაფერი მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს და ხარჯების დასაფარად მარტივ და უსაფრთხო გზას – ბარათს ირჩევს.
შესაძლებლობა, რომ გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკომისიოს გარეშე და აიღოთ ბარათი ყველაზე იაფად ბაზარზე მხოლოდ ტერაბანკში გეძლევათ.

ქართული მობილური თამაში UPO საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია

“365 days of copy challenge“ – ყოველდღე 1 ახალი პოსტერი! სოლომონ წიწუაშვილი ფინიშთან ახლოსაა