in

#აღმოაჩინე ბუდაპეშტი

არსებობს ქალაქები, რომლებიც ფეხით უნდა შემოიარო. ბუდაპეშტი ზუსტად ასეთია. აქ, თითქმის, ყველა ღირსშესანიშნაობა ქუჩაშია. თუ ფეხით ბევრს არ ივლი, ვერასოდეს ნახავ, როგორ ვარჯიშობენ სკვერში მოხუცები, რა მკაცრია მათი ინსტრუქტორი და სულ ბოლო რიგში, ფლირტით გართული ბებია-ბაბუა როგორ ცდილობს ვარჯიშის „გახალტურებას“.

ბუდაპეშტს, როგორც ყველა ქალაქს, თავისი სუნი აქვს – წყლის, თბილი ნესტის. ქალაქში დადიხარ და ხედავ, ეს არ არის ევროპა, მაგრამ ბევრად მეტია, ვიდრე, ყოფილი „საბჭოთა“ ქვეყანა. კითხვა, რომელსაც ყველა „ბუდაპეშტმოვლილს“ უსვამენ: ბუდა უფრო მოგეწონა თუ პეშტი (ქალაქის ძველი და ახალი ნაწილი), დაახლოებით “დედა უფრო გიყვარს თუ მამა” -ს ჰგავს. აქ ყველაფერი ქუჩაში ხდება და რაც აქ ხდება უნგრელების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს ხელის გულზე შლის და როგორც ამბობენ, „შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს“.

მარკეტერის რუბრიკის #აღმოაჩინე, მეორე რჩეული ქალაქია ბუდაპეშტი, რომელზეც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და კომენტარებში თქვენს აზრსაც დაველოდებით. რუბრიკის სპონსორია ტერა ბანკის თრეველ ბარათი. გაანაღდეთ თანხები მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ.

ჯაჭვის ხიდი Széchenyi lánchíd

ხიდი, რომელიც ინგლისელმა დიზაინერმა უილიამ ტერი კლარკმა დააპროექტა და 1849 წელსა აგებული, მდებარეობს მდინარე დუნაიზე და, როგორც თბილისში მტკვარი, ქალაქის ორ სანაპიროს ერთმანეთთან აკავშირებს. ჯაჭვის ხიდი ერთგვარი ცენტრია, რომლის გარშემოც მდებარეობს ღირშესანიშნაობების უმეტესობა, ამიტომ შეგიძლიათ, ათვლა სწორედ ამ ხიდიდან დაიწყოთ და, თუნდაც, ამ მიმართულებით განაგრძოთ:

ბუდას ციხე-ქალაქი – ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი.

ვაროშლიგეტი – ეს ქალაქის მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია ცნობილი სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი“.

ვაცის ქუჩა (Váci utca) ქალაქის ცენტრალური ქუჩაა, რომელიც აერთებს ცენტრალურ მოედანს Vörösmarty Square და ქალაქის დიდ ბაზარს. ეს არის პეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც დიდი ხანია, სასეირნო და დასასვენებელ ადგილად იქცა.

პარლამენტი – ბუდაპეშტის გაერთიანების შემდეგ, 1880 წელს სახელმწიფო ყრილობამ გადაწყვიტა, სახელმწიფო სუვერენიტეტის უფლების ხაზგასასმელად აეშენებინათ ეს შენობა, ამიტომ, თავისუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მშენებლობა არქიტექტორ იმრე შტეინდლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და 1903 წელს დასრულდა. ცნობილია, რომ დასრულების მომენტისთვის, არქიტექტორი დაბრმავდა. პარლამენტის შენობა დუნაის ნაპირზე დგას.

ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა – ის ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მეორეა ნიუ-იორკის ცნობილი სინაგოგის შემდგომ. აშენდა 1859 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს სინაგოგა ებრაელთა გეტოდ გადაკეთდა და ზუსტად ამ პერიოდში, მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სინაგოგას კომპლექსში შედის ებრაელების მუზეუმი და ჰოლოკოსტის მონუმენტი.  მემორიალი „ფეხსაცმელები დუნაის ნაპირზე” ეძღვნება იმ ებრაელებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს ბუდაპეშტში შეეწირნენ. მონუმენტი არის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის 60 პატარა ძველებური ფეხსაცმელი – ისეთი როგორიც 1940–იან წლებში ეცვათ. მათ უბრძანეს, შიშვლები გასულიყვნენ დუნაის ნაპირას, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დახვრიტეს.

მგონია, რომ ჰოლოკოსტის მონუმენტი სულ ბოლოს უნდა ნახო და ამით მოგზაურობა დაასრულო – კადრი მეხსიერებაში დიდი ხნით გრჩება.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელსაც „დუნაიდალეულებს“ ხშირად უსვამენ, კვებას უკავშირდება: „გულიაშჩი“ თუ გასინჯე? უნგრული „უხა“? ზოგადად, უნგრეთი ნაციონალური კერძების სიმრავლით გამოირჩევა. შესაბამისად, ნამდვილად აქვთ რესურსი, ტურისტები ამ მიმართულებით გააოცონ. საუზმე, სადილი, ვახშამი, სხვადასხვა სახეობის ღვინო – ყოველ დღე განსხვავებული რამ შეგიძლია გასინჯო. მით უმეტეს, არც რესტორნებისა და კაფე- ბარების ნაკლებობას უჩივიან, გააჩნია, რა სურს ტურისტს:

„ლაქშერი“ რესტორნები:

1. St.Andrea Wine & Gourmet Bar

2. Arany Kaviar Restaurant

კვების შედარებით „იაფიანი“ ობიექტები, ანუ Fast Food

1. Lucky 7 Burgers & More

2. Bors GasztroBar

ბარები „ლანჩისთვის“

1. Caviar&Bull

2. Mazi

თითოეულ კერძთან კონკრეტულ ღვინოს გთავაზობენ და ისე აფორმებენ , სხვა დროს, სადაც არ უნდა დააგემოვნო იგივე კერძი, ყოველთვის ბუდაპეშტში გასინჯული გახსენდება.

ზოგადად, ბუდაპეშტი მოგონებების, შეგრძნებებისა და დამოკიდებულებების ქალაქია. ყველა გაგრძნობინებს თავის შეხედულებებს. აქ, თითქმის, არ ლაპარაკობენ რუსულად, ის ბებია-ბაბუების თაობაც კი. ყველას უყვებიან, რა მოხდა 1949 და 1956 წლებში ბუდაპეშტში. პრინციპში მოყოლა არც უნდა, მათი ისტორია, კულტურა, ტრადიციები და ცხოვრების წესი პირდაპირ ქალაქის ქუჩებშია „გამოფენილი“.

მოგზაურობისა და საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტის მსურველებს ტერაბანკი განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ თრეველ ბარათის და საკრედიტო ბარათის ერთად აღების შემთხვევაში!
500 ლარიანი ლიმიტი საკრედიტო ბარათზე
50%-იანი ფასდაკლება თრეველ ბარათზე

ტერაბანკის თრეველ ბარათით მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია და ამასთან ერთად სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება უფასოდ არის შესაძლებელი.
ეს ყველაფერი მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს და ხარჯების დასაფარად მარტივ და უსაფრთხო გზას – ბარათს ირჩევს.
შესაძლებლობა, რომ გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკომისიოს გარეშე და აიღოთ ბარათი ყველაზე იაფად ბაზარზე მხოლოდ ტერაბანკში გეძლევათ.

Gem Fest-ისთვის შექმნილი კოტეჯების ბიზნესი

Zapravka – ქართველი სტუდენტის კვების მოძრავი ობიექტი, რომელიც ბურგერებით „გაგაზაპრავკებთ“