in

„აღმოაჩინე Lebensgefühl“ — შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ავსტრიაში სტუმრობისას იბადება

ვიდეოში, რომელშიც ადამიანებს Lebensgefühl-ის აღმოჩენას სთავაზობენ, ავსტრია მთელი თავისი ავთენტურობითაა ასახული — მოძრაობაში, სიცოცხლით სავსე, მაგრამ ამასთან, მშვიდი და წყნარი მხარეებით. პატარა ფილმით დაგვიმტკიცეს, რომ სილამაზე სწორედ ამ კონტრასტულობაშია. თანაც ეს ყველაფერი იმ მხარეების ჩვენებას ეხება, რომლებიც, შესაძლოა, თავად ავსტრიელებსაც არ ჰქონდეთ ნანახი. სწორედ ასე ცდილობს Austrian National Tourist Office, ტურისტებს გაუჩინოს სურვილი, თავადვე აღმოაჩინონ Lebensgefühl:

BOG

თუმცა ბრენდის კომუნიკაციისას Lebensgefühl მთავარ სიტყვად რომ იქცა, ეს უკვე Wien Nord Serviceplan-ის შემოქმედებითი სააგენტოს დამსახურებაა. როგორც განმარტავენ, მეტაფორაა იმ გრძნობებისა, რასაც ადამიანები ავსტრიაში სტუმრობის დროს განიცდიან — ბუნება, კულტურა და სამზარეულო იდეალურ გარემოს ქმნის იმისათვის, რომ ავსტრიაში მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებად იქცეს…

ახალი ვიზუალური კონცეფციის განმასხვავებელი ფაქტორი ახალი პერსპექტივები, ავთენტური სიტუაციები და დამაინტრიგებელი კომბინაციებია, რომლებიც ფოტოგრაფმა მარკო მესტროვიჩმა გადაიღო. ხოლო ვიდეოში, Kaiserschnitt Film-თან თანამშრომლობით, ავსტრიის 5 ფედერალურ შტატს გვაჩვენებენ. თანაც ფილმი უკვე დაჯილდოვდა ბერლინის ITB-ის ღონისძიებაზე The Golden City Gate, კატეგორიაში Country, მიიღო.

რა გავითვალისწინოთ ბიზნესის დივერსიფიკაციისას

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 მარტს — ღონისძიებების კალენდარი