in

#აღმოაჩინე ვენა !

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას #აღმოაჩინე, ჩვენი მეოთხე რჩეული ქალაქია ვენა, რომელზეც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და კომენტარებში თქვენს აზრსაც დაველოდებით. რუბრიკის სპონსორია ტერა ბანკის თრეველ ბარათი. გაანაღდეთ თანხები მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ.

ვენის აეროპორტში ჩაფრენისთანავე იგრძნობა, რომ მოცარტისა და კლიმტის ქვეყანაში იმყოფები. ბორტიდან გასვლისას, დიდ კედელზე გამოსახული ნოტები მოგხვდებათ თვალში და სანამ დერეფანს ჩაივლით, ოპერების, თეატრების, მიუზიკლების, კინოებისა და სხვადასხვა ღონისძიების აფიშებით აგიჭრელდებათ თვალები.                                  ფოტოკრედიტი: ლაშა იაშვილი
ვენის ძირითადი ტრანსპორტი მეტროა, რომელიც ფერებისა და ნომრების მიხედვითაა დაყოფილი და მატარებლის კარი, თბილისის მეტროსგან განსხვავებით, თავად უნდა გააღოთ, ღილაკზე თითის დაჭერით. კვირის დღეებში, მეტრო დადის ღამის 1-ლის ნახევრამდე, ხოლო პარასკევსა და შაბათს  – მთელი ღამით შეგიძლიათ, მისი იმედი გქონდეთ და გვიანობამდე გაერთოთ.

აეროპორტიდან #S7 მატარებელს, ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეყავხართ, სადაც მეტროს ორი ხაზი – მწვანე U4 და ყვითელი U3 -ია. მაგალითად, ყვითელ ხაზს თუ გაყვებით, აღმოჩნდებით “Mariahilferstraße-ს“ ქუჩაზე, სადაც ჩაყოლებაზე, სულ მაღაზიებია, რომლით სარგებლობაც, გარდა კვირა დღისა, როცა ყველა მაღაზია იკეტება, საღამოს 6-მდე, იშვიათად, 8-მდეც შეგიძლიათ. რაც შეეხება მწვანე U4 ხაზს – ის მიგიყვანთ “Schönbrunn-ის“ – შონბრუნის 1, 441 ოთახიან სასახლემდე, რომელიც საიმპერატორო ოჯახის ზაფხულის რეზიდენცია იყო.სასახლის ეზოშია მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, რომელიც 1752 წლით თარიღდება. „შონბურნი“ გარშემორტყმულია ბაროკოს სტილის ბაღებით და მთელი ამ ტერიტორიის დათვალიერებას ნახევარ საათში მოასწრებთ ღია მატარებლით, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ჩერდება. თუმცა, თუ მაინც ვერ იჯერეთ გული ფოტოების გადაღებით, შემდეგს შეგიძლიათ გაჰყვეთ, იმავე ფასში…მწვანე ხაზი ვენის ისტორიულ ბაზრობასაც გაივლის – “Naschmarkt“, სადაც ახლა უკვე ეგვიპტური და არაბული სუნელები, ჩირები და ათასნაირი ჩასატკბარუნებლები იყიდება. თუ შაბათი დღე დაგემთხვათ, ძველმანების ბაზრობა დაგხვდებათ, გაშლილი ათასი ხარახურით.
მწვანე ხაზს, იგივე U4-ის  გაჩერებას –Karlsplatzწითელი U1 და იასამნისფერი U2 ხაზებიც უერთდება. წითელ ხაზს თუ გაჰყვებით, სამხრეთის მიმართულებით, კიდევ ერთ სასახლე “Belvedere-სთან“ მიხვალთ, ხოლო ჩრდილოეთის მიმართულებით, “Stephansdom-ის“ მთავარ კათედრალთან, რომელიც ვენის ცენტრში, მთავარ მოედანზე  მდებარეობს.ეს პირველი ბეცირკი, ანუ პირველია ვენის 23 უბნიდან, სადაც ყველაზე მეტი დრო უნდა დაჰყოთ და ყველა ჩიხში შეისეირნოთ. აქ ჩუქურთმებიანი შენობებია და ქანდაკებები ქანდაკებებზე დგას, ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი, ძვირფასი ბრენდის მაღაზიები, შადრევნები და კაფეებია… სადაც მანქანები და ეტლები ერთად დადიან.

მთავარ კათედრალთან, ცხენების სადგომია, სადაც ტურისტებს, 100 ევროდ შეუძლიათ ეტლით გასეირნება ვენის ძველ ქუჩებში. სწორედ ამ ადგილას, ცხენის მწარე, უსიამოვნო შარდის სუნი დგას, რაც კიდევ უფრო ცოცხალს ხდის გასული საუკუნეების ვენას.

მოსაღამოვებულს, ვენა მშვიდდება, ვიწრო ჩიხებში კი განსაკუთრებული მდუმარებაა. Graben და kärtnerstraße პირველი უბნის ყველაზე ლამაზი ადგილებია. ერთს ცხენების მეორე სდგომთან გაჰყავხარ, შემდეგ მთავარ ბიბლიოთეკასთან (Hofburg-ის სასახლე). მეორეს კი – ქალაქის მთავარ ოპერასთან.ვენაში სულ 2 ოპერაა და ორი მთავარი საკონცერტო დარბაზი, უამრავი თეატრი, მათ შორის, მიუზიკლებისა. ასამდე მუზეუმი.. ღამის- და ჯაზკლუბები.. თუმცა ვენელებს არისტოკრატიული გართობა უფრო უყვართ, კლუბებში სიარულს ბალებზე გართობა, ხოლო ელექტრონულ მუსიკას – Johann Strauss-ის ვალსებზე ცეკვა ურჩევნიათ. ბალები ხშირად ტარდება. წელიწადში ერთხელ იმართება ელიტარული წვეულება – “Opernball“ – ეს ის დროა, როცა ოპერის თეატრის სცენა და დარბაზი ერთიანდება საცეკვაო მოედნად.

ვენელები განსაკუთრებით ამაყობენ ვენის სახელმწიფო ორკესტრით, შესაბამისად, მათ კონცერტზე დასასწრები ბილეთის მოპოვება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა როგორც საკონცერტო დარბაზებში, ასევე ოპერაში, ფეხზე დგომის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, რომელიც 3-დან 6 ევრომდე ღირს, სულ მცირე, 247 ევროთი ნაკლებ ფასად შეძლებთ პრემიერებზე დასწრებასაც კი. ხოლო თუკი იმ სამი ევროს საშუალებაც არ გაქვთ, ოპერის ეზოში, დიდ ეკრანზეა შესაძლებელი წარმოდგენისთვის პირდაპირ ეთერში თვალის დევნება.

წელიწადში ერთხელ, ვენის სახელმწიფო ორკესტრი, სასახლის ეზოში მართავს უფასო კონცერტს, სადაც 20 000-მდე ადამიანს შეუძლია დასწრება. ევროპის ქვეყნები, ყოველწლიურად, პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემენ ამ კონცერტს, რომელსაც “Sommer Nacht Konzert“ – „ზაფხულის ღამის კონცერტი“ ჰქვია, თუმცა როგორც წესი, გაზაფხულზე იმართება.

თუ ღირსშესანიშნაობების სანახავ გზას გააგრძელებთ U2-ის იასამნისფერი ხაზით, მოხვდებით მერიის უძველეს შენობასთან, რომლის წინაც, ყოველ საღამოს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, მაგალითად, ფილმის, ოპერისა თუ ბალეტის ჩვენება იმართება დიდ ეკრანზე და ა.შ. შეგხვდებათ ვენის უნივერსიტეტი და პარლამენტი, რომლის წინაც არის Volksgarten – ვარდების ბაღი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ნერგებია, მათ შორის, საქართველოდანაც.

პარლამენტი

ქალაქის სრულყოფილად დათვალიერება მუზეუმების გარეშე წარმოუდგენელია, ვენა კი ამით ნამდვილად განებივრებულია და მუზეუმების კვარტალიც კი აქვს – Museum Quarte, სადაც მოხევდრა U3-ის ყვითელ ხაზზე მგზავრობითაა შესაძლებელი და სადაც სხვებთან ერთად, Leopold-ის მუზეუმშიც შეძლებათ შესვლას და ნახავთ გუსტავ კლიმტის, ეგონ შილეს, ოსკარ კოკოშკასა და სხვა ავსტრიელი არტისტების ნამუშევრებს. გარდა ამისა, ეს ახალგაზრდების შეკრების ადგილია, არის კინო, კლუბები და ა.შ.

აუცილებლად უნდა ნახოთ Kunsthistorisches Museum – ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი, რომელიც რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში. მუზეუმის ძირითადი კოლექცია ჰაბსბურგთა ქონებაა.ნახატთა გალერეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია:
იან ვან ეიკი: „კარდინალი ნიკოლო ალბერგატი”, 1438;
ალბრეხტ დიურერი: „სამების გაბრწყინება”, 1511;
ჯუზეპე არკიმბოლდო: „ზაფხული“, 1563;
მიქელანჯელო მერისი და კარავაჯიო: „როზენკრანცის მადონა“, 1606;
„ეკლის გვირგვინით შემოსვა“,
„დავითი გოლიათის თავით“,
პეტრე პავლე რუბენსი: „ილდეფონსოს საკურთხეველი“, 1630;
რაფაელი: „მადონა მწვანეში“, 1506;
იოჰანეს ვერმეერი: „ხელოვანი საკუთარ სტუდიაში“, 1665;
პიტერ ბრიუგელ უფროსი: „ბაბილონის გოდოლი”, 1563.

აუცილებლად სანახავთა სიაშია Albertina-ს მუზეუმიც, რომლის კიბის დეკორაციაც იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი ცნობილი მხატვრის ნამუშევრებია, იმ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილი. U1-ის წითელი ხაზით გასავლელ უბნებში, სადაც ვენის ცენტრალური ნაწილისგან განსხვავებით, თანამედროვე არქიტექტურაა, ჩრდილოეთის მიმართულებით თუ წახვალთ, ნახავთ კარუსელების უბანს – ვენის პრატერი – უზარმაზარი პარკი და დასასვენებელი ზონა, სადაც ასობით ატრაქციონთან ერთად, არის „ეშმაკის ბორბალი“, რომელიც 1920-1985 წლებში, მსოფლიოში ყველაზე დიდი მსგავსი ტიპის ნაგებობად იყო მიჩნეული.პრატერიდან, კარუსელებისგან გულის ამოვარდნის შემდეგ, ოდნავ მოშორებით, donauinsel-ის ტბაშიც შესაძლებელია ბანაობა და პლაჟზე დასვენება. აქ მოწყობილია ბარები და ნავით გასეირნებასაც მოახერხებთ, სურვილის შემთხვევაში.

იმის გამო, რომ ვენაში დილას, ადრე იწყებენ მუშაობას, 7-დან, ზოგ შემთხვევაში, 6-იდანაც კი იპოვით ისეთ საცხობებს, სადაც ყავის დალევასაც შეძლებთ.
რაც შეეხება იმას, რაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

შნიცელიSCHNITZEL – ვენური შნიცელი ავსტრიული სამზარეულოს მთავარი ღირსებაა. შნიცელი დაბეგვილი ხორცია, რომელსაც კვერცხსა და პურის ნაფხვენში ავლებენ, შემდეგ კი წვავენ. ერთ-ერთი არატურისტული ადგილი, სადაც გემრიელ შნიცელს მოგართმევენ, გახლავთ Kolonitz-BeislGasthaus Poschl, Figlmueller – თუმცა ამბობენ, რომ ქუჩაშიც კი უგემრიელესს ამზადებენ. ასევე, აუცილებლად უნდა გასინჯოთ Wiener Würstel – ვენური სოსისი, რომლის დაგემოვნებასაც, რესტორნების გარდა, ვენის ცენტრალური ქუჩების ჯიხურებშიც შეძლებთ.
ტიპური ავსტრიული ტკბილი დესერტი – შოკოლადის ზაჰარ ტორტი, რეკომენდებულია, მიირთვათ სასტუმრო „ზაჰარში“.
რაც შეეხება პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რესტორნებს: Cafe CentralCafe Mozart, სადაც ცოცხალი მუსიკით სიამოვნებასაც შეძლებთ, ასევე, Café Schwarzenberg.საქორწილო ტორტივით მორთული ვენა ქათქათებს. საკმარისია, მოჩუქურთმებულ შენობას ჩიტმა დაასკლინტოს, რომ სპეციალური ჯგუფი მიდის გასასუფთავებლად. ზოგიერთი შენობა სპეციალური ბადითაც არის დაფარული, ჩიტი რომ ვერ ჩამოჯდეს მოსასვენებლად.

ჩიტებს რაც შეეხება, თუ სხვა ევროპულ ქალაქებში მტრედების მოედნებია, ვენა სავსეა ყვავებით, რომლებიც ჩუქურთმაზე ჩამოჯდომის გარეშეც არ იღლებიან და ვენის დიდებულებით ტკბებიან.

თუ რომელიმე ქუჩის ან ადგილის პოვნა გინდათ, არსებობს აპლიკაცია Vor.at, რომელიც ტრანსპორტირებაზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, მონაცემებში საკუთარი ადგილმდებარეობის შეყვანით.

მოგზაურობისა და საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტის მსურველებს ტერაბანკი განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ, თრეველ ბარათის და საკრედიტო ბარათის ერთად აღების შემთხვევაში!

500 ლარიანი ლიმიტი საკრედიტო ბარათზე

50%-იანი ფასდაკლება თრეველ ბარათზე

ტერაბანკის თრეველ ბარათით მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია და ამასთან ერთად სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება უფასოდ არის შესაძლებელი.
ეს ყველაფერი მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს და ხარჯების დასაფარად მარტივ და უსაფრთხო გზას – ბარათს ირჩევს.
შესაძლებლობა, რომ გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკომისიოს გარეშე და აიღოთ ბარათი ყველაზე იაფად ბაზარზე მხოლოდ ტერაბანკში გეძლევათ.

რაც ნაკლებს დალევთ, მით უფრო წარმატებული იქნებით ურთიერთობებში! – Heineken-ის უჩვეულო მოსაზრება

„როგორ გავხდეთ წარმატებული ლიდერი ქალები“ – სემინარი Ad Black Sea 2017-ზე