მთვარეზე ადამიანის დაშვებიდან 50 წელი გავიდა. კაცობრიობა დღესაც ინტერესით ეკიდება კოსმოსის გამოკვლევასა და მის გიგანტურ სივრცეში მოგზაურობას. ჩვენ არ გვეშინია მთვარეზე გაფრენის, თუმცა გვრცხვენია საკუთარი სხეულის ჯეროვნად შესწავლა, საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებზე საუბარი. სწორედ ამ თემას ეძღვნება კონდომების მწარმოებელი კომპანია SKYN-ის ნახევრად დოკუმენტური რეკლამა, რომელიც ტაბუირებული საკითხის გულწრფელად განხილვას ემსახურება.