in

„ექსპოჯორჯიაში“ წინასაახალწლო „თბილისის წიგნის დღეები“ იწყება!

საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“, წინასაახალწლო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ იწყება. გამოფენა 17 – 19 დეკემბერს, მე-11 პავილიონში, 11:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.

„თბილისის წიგნის დღეების“ ოფიციალურ ნაწილს „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა გახსნის.

„წელს ტრადიციული წიგნების გამოფენა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, განსხვავებული კონცეფციით დახვდება დამთვალიერებელს – სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, 40-ზე მეტი გამომცემლობა, წიგნის მაღაზია და სასაჩუქრე პროდუქცია ელოდება, წინასაახალწლო,  ყველაზე დიდი ფასდაკლებებით!

მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვექმნა  გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით იქნებოდა დატვირთული. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს კონცეპტუალური ქართული მაღაზიების, თუ წარმოებების პროდუქციას  და შეარჩიოს საახალწლო საჩუქრები. პავილიონის გარეთ კი, სტუმრებს დახვდება ღია კაფე, თბილი სასმელებით.” 

სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებელს, სასიამოვნო გარემო და ძალიან საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ.

„თბილისის წიგნის დღეებზე“ 17-19 დეკემბერს, გამომცემლობები წარმოგიდგენთ შეხვედრების სერიებს, ყველასთვის საინტერესო თემებზე: 

პარასკევი – 17 დეკემბერი (პარასკევი) 

გამომცემლობა „წიგნიერი“

  • 13:00 საათი – ერეკლე გოგიშვილის მოთხრობები „სხვა გამოსახლება“, წარადგენენ „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები.
  • 13:30 საათი – გიორგი ტაბიძის წიგნის „სიყვარულის ქარაგმების“ პრეზენტაცია.

„აზროვნების აკადემია“

  • 15:00 საათი – შეხვედრა ფსიქოლოგ და „აღზრდის ფსიქოლოგიის“ ავტორ ნინო ბუაძესთან.
    თემა: „კითხვის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში“
  • 16:30 საათი – ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის ლექცია და წიგნის „საუბრები ანტიკური ფილოსოფიაზე“ პრეზენტაცია
  • 18:00 საათი – შეხვედრა გურამ მეგრელიშვილთან – მწერალი პედაგოგი და ავტორი წიგნისა „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ ისაუბრებს თემაზე „10 შეკითხვა მოსწავლის მშობელს“

18 დეკემბერი (შაბათი) 

გამომცემლობა „წიგნიერი“

  • 15:00 საათი – შეხვედრა მწერლებთან. მონაწილეობენ: დანი ადამელია, ელენე სიჭნავა, ლანა გოგია, ტარიელ ოკრიბელაშვილი

 „აზროვნების აკადემია“

  • 16:30 საათი – ფილოსოფოს ანა ქირიას ლექცია „დოსტოევსკის ფილოსოფია“
  • 18:00 საათი – ფსიქოთერაპევტ რეზო კორინთელს ლექცია „დოსტოევსკი და ფსიქოანალიზი“

19 დეკემბერი (კვირა) 

გამომცემლობა „პეგასი“

  • 12:00 საათი – კახა ჯამბურიას წიგნის „საბჭოთა მარაზმი და დაკარგული თაობა“ პრეზენტაცია
  • 14:00 საათი  – ზაზა აბზიანიძის წიგნის „ყაზბეგი“ პრეზენტაცია
  • 14:30 საათი – მიხეილ ანთაძის წიგნის „მიხაილ ბულგაკოვის სამი ცოლი და სამი ცხოვრება“ პრეზენტაცია
  • 15:00 საათი – ელენე ჯაფარიძის ახალი რომანის „ბელზებელი“ პრეზენტაცია

გამომცემლობა „წიგნიერი“

  • 13:30 საათი – სოლომონ ნერგაძე (ჩართვა)
  • 13:00 საათი – გიორგი ვარამაშვილის წიგნის „უღმერთოთა ღმერთო“ წარდგენა
  • 15:30 საათი – გიორგი სავანელის წიგნის „ეს მე ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი“ წარდგენა
  • 16:30 საათი – ტარიელ ოკრიბელაშვილის წიგნის „გადაგვარება“ წარდგენა

English Book Education

გამომცემლობა „აგორა“

  • 17:00 საათი – ლექცია „მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში“

[R]

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

The Matrix Awakens: An Unreal Engine 5 Experience უკვე ხელმისაწვდომია!