in

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა (533.0 მლნ. აშშ დოლარი) 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის ათეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (342 983.4 აშშ დოლარი); რუსეთი (314 684.0 აშშ დოლარი) სომხეთი (199 237.3 აშშ დოლარი), თურქეთი (194 615.3 აშშ დოლარი); ბულგარეთი (179 687.8 აშშ დოლარი); ჩინეთი (162 804.2 აშშ დოლარი); აშშ  (126 859.9 აშშ დოლარი); უკრაინა (116 560.4 აშშ დოლარი); ყაზახეთი (61 781.9 აშშ დოლარი); შვეიცარია (57 458.0 აშშ დოლარი). ზემოჩამოთვლილი ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტია.

რაც შეეხება საქართველოდან ექსპორტირებად საქონელს, მათ შორის პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს (375.3 მლნ. აშშ დოლარი), რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე  – ფეროშენადნობები, 271.9 მლნ. აშშ დოლარი (11.1 პროცენტი).

ტესტ-დრაივი პირდაპირ ეთერში

ილონ მასკის ინოვაციური გვირაბის მშენებლობა 10 დეკემბერს დასრულდება