in

საქართველო ევროპის უმსხვილეს ღვინის გამოფენაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

საქართველო ევროპის უმსხვილეს ღვინის გამოფენაში EXPOVINA სპეციალური სტუმრის სტატუსით, პირველად მონაწილეობს. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ფესტივალზე 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით იქნებიან წარმოდგენილები. ფესტივალი შვეიცარიაში 65-ედ ტარდება და გამორჩეულია მდებარეობითა და ფორმატით – გამოფენა ყოველ შემოდგომით, ციურიხის ტბაზე, გემებზე იმართება. EXPOVINA-ზე ქართული ღვინის წარდგენა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ ინფორმაცია, ბოლო ერთი თვეა, ციურიხის ცენტრალურ ქუჩებსა და სადგურებში, სარეკლამო ბანერების სახითაა გამოფენილი.

bog
bog-mob

როგორც საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შვეიცარიის ბაზარზე 65% იმპორტირებული ღვინოა. ასევე საყურადღებოა, რომ შვეიცარია ღვინის მოხმარების ინდექსით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შედის. ყოველწლიურად, „ექსპოვინას“ 65 000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება და მასზე, დაახლოებით, 4 000 ღვინოა წარმოდგენილი. ამ და სხვა მიზეზებით, სპეციალისტები „ექსპოვინას“ საქართველო-შვეიცარიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევენ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/136698240487129/videos/177668246453224/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

უკვე თვეზე მეტია, რაც ევროპის უმდიდრესი ქალაქის – ციურიხის ცენტრალურ ქუჩებსა და სადგურებს ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები ამშვენებენ. თუმცა ქართული ღვინო მხოლოდ ბანერებზე არ დარჩენილა. 1 ნოემბრიდან, ევროპის ყველაზე პოპულარული ღვინის გამოფენა EXPOVINA საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, საპატიო სტუმრის სტატუსით მასპინძლობს. ეს ნიშნავს, რომ ათი-ათასობით ვიზიტორი ნახავს და დააგემოვნებს ქართულ ღვინოს, რომელმაც აგერ უკვე მეორე დღეა, შვეიცარელი იმპორტიორებისგან გამორჩეული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. წინ კიდევ ორი კვირაა… ვიმედოვნებ, რომ EXPOVINA ახალ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას და ძალიან მალე ვიხილავთ ქართულ ღვინოებს შვეიცარიის მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე“, – აცხადებს მარიამ ხოხობაია, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარდგენილია ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით შექმნილი სტენდი, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობებს აცნობს.

საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, ფესტივალში მონაწილეობისგან მიღებულ ოფიციალურ შედეგებს „ექსპოვინას“ დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ ეტაპისთვის, კი ამბობენ, რომ ძალიან დიდი ინტერესია ქართული ღვინის მიმართ. ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთებით, ქვევრის ღვინოები, საფერავი, რქაწითელი და მუკუზანი აინტერესებთ. მარიამ ხოხობაიას თქმით, კომპანიებმა უკვე მიიღეს შეკვეთები, როგორც რესტორნებიდან და იმპორტიორებისგან, ასევე, კერძო ვიზიტორებისგან.

Mercedes-Benz-ის ახალი B-Class

მოცეკვავეები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ – ემოციური პერფორმანსი სატელევიზიო შოუში