Basco Paints Company-მ გადაწყვიტა, ქალებს თავიანთი უნიკალური იდენტობების, ემოციებისა და გამოცდილების გაზიარებისკენ უბიძგოს, ოღონდ ამჯერად ფერების მეშვეობით. ამ ბრენდს სწამს, რომ ფერების მსგავსად, ქალების გამოხატვის ფორმებიც მრავალფეროვანი და მშვენიერია. შესაბამისად, მათი კამპანიაც ფერების სიმბოლური ძალაუფლებით სარგებლობს, რათა ქალებს თვითგამოხატვის საშუალება მისცეს — შესაძლებლობა, რომ გამოწვევის წინაშე დააყენონ საზოგადოების მოლოდინები თუ სტერეოტიპები.
აღსანიშნავია ისიც, რომ კამპანია კენიაში ჩაუშვეს. მართალია, ქალთა უფლებების კუთხით მეზობელ ქვეყნებზე უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ აქ მაინც მრავალი პრობლემა რჩება…
Express Your Colours-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო CreativeFCB-მ იმუშავა, დანარჩენი კი თავად ნახეთ: