24
Apr
2019

დიაგნოზის გადამოწმება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

24 Apr 2019

სამედიცინო სფეროში მიღწეული პროგრესისა და კლინიკური კვლევების თანამედროვე მეთოდების წყალობით, სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების გაცილებით უფრო ადრეულ სტადიებზე აღმოჩენა, შესაბამისად, მისი წარმატებული მკურნალობა და სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახდა. თუმცა კი, ძალიან დიდი ფინანსური რესურსების გაღების ხარჯზე.

სახელმწიფო თუ კერძო სამედიცინო დაზღვევა, ხშირ შემთხვევაში, სრულად არ ფარავს მკურნალობის ხარჯებს და რეაბილიტაციისა და სხვა, არასამედიცინო ხარჯებს საერთოდ არ ანაზღაურებს.

თიბისი დაზღვევა აცნობიერებს რა ასეთი რისკების დაზღვევის მნიშვნელობას, საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან გადამზღვეველ შვეიცარიულ კომპანია Swiss Re-სთან ერთად, ე.წ. კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის პროდუქტს – ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევას გვთავაზობს. 

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა პოლისით განსაზღვრული მძიმე დაავადების (როგორიცაა: ავთვისებიანი სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაზიანებით გამოწვეული მძიმე დაავადებები -გულის ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.) აღმოცენების შემთხვევაში სადაზღვევო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურებას მოიაზრებს და არ გულისხმობს სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას. დაზღვეული თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ დახარჯავს თანხას, – ეკა გორგასლიძე.

პროდუქტის მთავარი უპირატესობები ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება (MSO), სამედიცინო მომსახურების საზღვარგარეთ ორგანიზება (NAVIGATOR) და შვილების იმავე პირობებით დაზღვევის შესაძლებლობაა – რაც მთავარია – უფასოდ, რადგან ზემოჩამოთვლილი დამატებითი ბენეფიტების გამოყენებით, დაზღვევით ასანაზღაურებელ ლიმიტს თანხა არ აკლდება. 

უფრო ზუსტად, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლებს ნებისმიერ დიაგნოზსა თუ მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებით, მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტების ოფიციალური დასკვნების მოძიება შეუძლიათ, ასევე, მათ საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის დაგეგმვის საშუალება აქვთ. რაც შეეხება შვილებს, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით, 1-18 წლამდე ბავშვებს, ანალოგიური პირობებით ვაზღვევთ.

M: ეკა, გარდა იმ დამატებითი ბენეფიტებისა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, რა განასხვავებს თქვენს პროდუქტს სხვა სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებებისგან?
კონკურენტების 6 თვიანი მოცდის პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ 90 დღიანი მოცდის პერიოდი გვაქვს. ანუ, შემთხვევა ანაზღაურდება, თუ სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მოხდა დაავადების დაიგნოსტირება. გარდა ამისა, პრეინვაზიური სიმსივნის დიაგნოსტირებისას (კიბოს I სტადია), სადაზღვევო თანხის 10%- ვუნაზღაურებთ მომხმარებლებს. კონკურენტები ასეთი დიაგნოზის შემთხვევაში ანაზღაურებას არ გასცემენ.

რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა დამატებითი ბენეფიტები  – MSO და NAVIGATOR, რომელსაც მომხმარებლებს, ასევე, არცერთი სხვა კომპანია არ სთავაზობს და ამ ბენეფიტებზე მოცდის პერიოდი არ ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ ამ სერვისებით სარგებლობა პირველივე დღიდან არის შესაძლებელი... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებლებს მომსახურების მიღება შეუძლიათ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში:

  • Harvard Medical School teaching hospitals – US;
  • Philadelphia International Medicine – US;
  • University of Pittsburgh Medical Center (UPMC) US;
  • Kings College of London – London, UK და სხვა. 

M: რა პროცედურების გავლაა საჭირო ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისთვის?
რადგან დაზღვევა არ ფარავს დაზღვევამდე არსებულ დაავადებებს, ანუ იმისათვის, რომ დაზღვეულმა სადაზღვევო ანაზღაურება მიიღოს, კრიტიკული დაავადების დიაგნოზი უნდა დაისვას დაზღვევის შეძენისა და .. მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ. ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენისას, მომხმარებელმა უნდა დაგვიდასტუროს, რომ მას არ აქვს დიაგნოსტირებული აღნიშნული დაავადებები და მათთან დაკავშირებულ კვლევებს არ იტარებს.

თუ მომხმარებელი სადაზღვევო თანხას 30000 აშშ დოლარამდე (75000 ლარამდე) ირჩევს, დასტურის სახით, საკმარისია მისი ხელმოწერა განაცხადზე. ხოლო 30001 აშშ დოლარიდან (75001 ლარიდან) 60000 დოლარამდე (150000 ლარამდე), სადაზღვევო თანხის არჩევისას, ოთხპუნქტიანი კითხვარის შევსება უწევს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება პოლისის გაფორმებაზე.

დაზღვევის შეძენისას, მომხარებელი სადაზღვევო ლიმიტს ირჩევს, რომელიც ერთჯერადად ანაზღაურდება დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში.

რაც შეეხება დაზღვეულის მიერ გადასახდელ თანხას, დამოკიდებულია ასაკსა და არჩეულ სადაზღვევო თანხაზე.

M: ვის შეუძლია ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა?
პროდუქტის შეძენა შეუძლია 18-დან 61 წლის ჩათვლით ასაკის ადამიანს, რომელსაც არასდროს ჰქონია დიაგნოსტირებული ან/და არ ელოდება დაფარვით გათვალისწინებული დაავადებების გამოკვლევების პასუხს.

M: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სამედიცინო დაზღვევა უკვე აქვს?
მათ, ვისაც უკვე აქვთ სამედიცინო დაზღვევა, დამატებით შეუძლიათ, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძინონ, რადგან სამედიცინო დაზღვევით, ყველა ხარჯი სრულად არ იფარება. 

ამასთან, დაზღვეული არ კარგავს კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. უბრალოდ, ამ პროდუქტით, ის დამატებით ფიქსირებულ თანხას იღებს. 

დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ online.tbcinsurance.ge-ზე და თიბისი ბანკის ფილიალებში.

[R]

განხილვა