in

Ad Black Sea-ზე extra გეგულება

შავი ზღვის სანაპიროზე შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე დიდი ფესტივალისთვის ემზადებიან. Ad Black Sea წელს სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. Ad Black Sea, ტრადიციულად, ბათუმში ჩატარდება და ორი დღის განმავლობაში, 1300-მდე დელეგატი მოიყრის თავს.

რა სიახლეებია ფესტივალის გარშემო?
წელს პირველად პარტნიორების სიას საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია extra შეუერთდა. კომპანიაში საგულდაგულოდ ემზადებიან სექტემბრისთვის და დელეგატებისთვის საინტერესო აქტივობებს გეგმავენ.

როგორია extra სამზადისი? რა მოლოდინები გაქვთ შავი ზღვის კრეატიული ფესტივალისგან?

უკვე იანვარში გადაწყვეტილი გვქონდა, რომ extra აუცილებლად შეუერთდებოდა Ad Black Sea-ს. მზადებაც მალევე დავიწყეთ, რებრენდინგის პარალელურად მარკეტინგის გუნდი აქტიურად ფიქრობდა როგორ უნდა გაგვეცნო ბრენდის ახალი იდენტობა კრეატიული ინდუსტრიისთვის.

მოლოდინები საკმაოდ დიდი გვაქვს – მიზნად რაც შეიძლება მეტი ადამიანის გახარება დავისახეთ. გვინდა ადამიანებს ექსტრა ყოველთვის და ყველგან ეგულებოდეთ.

წელს რატომ გადაწყვიტეთ პარტნიორობა?
extra რებრენდინგის ფაზაშია, რომელიც უკვე 3 თვეა მიმდინარეობს. ცვლილებების ეტაპზე ვართ და სიახლეებია როგორც სერვისში, ასევე პროდუქტის მხარეს.თავად ვიმუშავეთ Windfor’s-თან ერთად ახალ კამპანიაზე და გამოვიარეთ ყველა ის ეტაპი რასაც შემოქმედებითი პროცესი ჰქვია.
“ყველაფერი მეგულება” ექსტრას ახალი კამპანიაა, რომელიც 150 000-მდე პროდუქტისგან შემდგარ ვიდეო-რგოლსა და მის გარშემო შექმნილ კონცეფციას მოიცავს.
ფესტივალი საშუალებას გვაძლევს ვაჩვენოთ აუდიტორიას ჩვენი ნამუშევარი და უკეთ წარმოვაჩინოთ როგორია ახალი extra.

ამ წლის მთავარი თემა არის DeVoted. ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი საქმის მიმართ ყოველთვის თავდადებულები ვართ.

რა დახვდებათ სტუმრებს ექსტრასგან?
ექტრა საჩუქრები… წელს extra სტუმრებს განსაკუთრებულ საჩუქრებს ჰპირდება. ბევრ დეტალს ჯერ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ვაპირებთ ბევრი ადამიანი გავახაროთ.
მოვამზადეთ სხვადასხვა აქტივობების სია. გვინდა, რომ ადამიანებს ექსტრა ყველგან ეგულებოთ, სადაც ზოგჯერ შეიძლება სულაც არ ელოდებიან.

რა რჩევებს მისცემდით ფესტივალის სტუმრებს?
Ad Black Sea-სთვის მოსამზადებლად ყველაფერი გეგულებათ ექსტრაზე, ამიტომ მოიმარაგეთ მზისგან დამცავები, ჩემოდნები და ყველაფერი რაც შავი ზღვის სანაპიროზე გამოგადგებათ.

შევხვდებით ბათუმში.

გვესაუბრა extra-ს მარკეტინგის დირექტორი – მარიშა გოგოლაური.

[პარტნიორის კონტენტი]

The Weeknd-მა ახალი სიმღერა უახლესი iPhone 16 Pro-თ გადაღებული ვიდეოთი გაგვაცნო!

„ოპენჰაიმერიდან დედპულამდე“ — დიზაინერმა პოპულარული ფილმებისა და სერიალების მინიმალისტური პოსტერები შექმნა