in

Extra-ს მარკეტინგის განყოფილებას მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს

იქომერს პლატფორმა Extra-ს გუნდს, სულ ცოტა ხნის წინ, მარიშა გოგოლაური შეუერთდა. ის მარკეტინგის განყოფილებას უხელმძღვანელებს. წლების განმავლობაში, მარიშა ფინანსურ, ტექნოლოგიურ, სასტუმრო და სხვა ინდუსტრიებში ხელმძღვანელობდა საკომუნიკაციო პროცესებს. ამჯერად კი, საკუთარ ძალებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი იქომერს პლატფორმის განვითარებისკენ მიმართავს.

M: პირველ რიგში, მოკლედ მიმოვიხილოთ შენი გამოცდილება, რა გზა განვლე Extra-მდე?

ჩემი კარიერული გზა მოიცავს ექვსწლიან გამოცდილებას თიბისის მარკეტინგის გუნდში, სადაც პერიოდულად, საშუალება მქონდა მემუშავა ბანკში არსებულ ყველა სეგმენტზე. საბანკო სისტემაში გატარებული წლების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ სტარტაპი UpWay, რომელიც არის საგანამანათლებლო პლატფორმა და ქვეყანაში არსებულ ონლაინ თუ ოფლაინს სასწავლო კურსებს და სამოყვარულო წრეებს აერთიანებს. გვჯერა, რომ UpWay განათლების დონის ამაღლებაში ეხმარება ცნობისმოყვარე ადამიანებს. პარალელურად, ვიმუშავე კიდევ ერთი სტარტაპის, პირველი ტექნოლოგიური სასტუმროს Episode Hotels-ის მარკეტინგის გუნდის გამართვასა და კომუნიკაციებზე, რაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. Extra-მდე ჩემი ბოლო პოზიცია „მეამას“ მარკეტინგის გუნდის დირექტორობას მოიცავდა.

M: რას მოიცავს შენი ახალი პოზიცია ექსტრაში?

ჩემი როლი აერთიანებს ბრენდ მარკეტინგის, დიჯითალის, ღონისძიებების, შიდა კომუნიკაციის, დიზაინის, კონტენტისა და მედია კომუნიკაციის მიამრთულებებს.

M: როგორ შეაფასებდი იქომერს ბაზრის განვითარების დინამიკას ქვეყანაში?

ვფიქრობ, დღეს, ყველაზე საინტერესო ეტაპია ქართული იქომერსის განვითარებისთვის, რადგან სფეროს დიდი ზრდა აქვს. საკმაოდ საინტერესოა ამ ყველაფრის თვალის დევნება და ჩართულობა – კიდევ უფრო. ასევე, საინტერესოა მომხმარებლების დამოკიდებულება და მათი ქცევის ცვლილებაზე დაკვირვება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს სფერო ჩემთვის საინტერესო. ამასთან, გარემო კონკურენტულია, რაც ყოველთვის დიდი მამოძრავებელი მუხტი იყო ჩემთვის.

M: როგორია ამ დროისათვის ექსტრას პოზიციონირება ბაზარზე და შენი შეფასებით, რა პერსპექტივა აქვს ბრენდის განვითარებას?

ჩემი აზრით, Extra-ს დიდი რესურსი აქვს იყოს საუკეთესო, რადგან მისი მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გვაძლევს მოვერგოთ ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსების გარდა, Extra-ს ჰყავს მოტივირებული და ცნობისმოყვარე გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, წარმატების უპირობო საწინდარია. Extra-ს დიდი გეგმები აქვს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ამის შესახებ, ეტაპობრივად, საზოგადოებასაც გავაცნობთ, როგორც ბრენდის, ისე პროდუქტისა და სერვისის მიმართულებით.

M: რითაა შენთვის საინტერესო ახალი პოზიცია და მთლიანობაში, იქომერსი?

პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა ბაზარი. ის დღეს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ასევე, საინტერესოა ანალიტიკაზე მუშაობა და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვება. ძალიან მომხიბლა გუნდმაც, რომელიც დღეს Extra-ს ქმნის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სამსახურის შერჩევისას. ახალი პოზიცია საშუალებას მომცემს ჩემი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დავინახო, ახალი უნარები გამოვავლინო და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ ყველაფერში ჩემი სტარტაპერული გამოცდილებაც დამეხმარება. რა თქმა უნდა, UpWay კვლავაც რჩება ჩემთვის საყვარელ საქმედ, რომელსაც ჩემს მეგობრებთან და გუნდთან ერთად, ყოველდღიურად სიამოვნებით ვაკეთებ.

როგორ წავშალოთ სოციალური ქსელების ანგარიშები სამუდამოდ?

Instagram რეალური კავშირებისთვის — როგორ ზრუნავს სოციალური ქსელი ჩვენზე?