ამ 4 წლის განმავლობაში „ექსტრა“ საგრძნობლად გაიზარდა და საქართველოში ყველაზე დიდ ი-კომერს პლატფორმად ჩამოყალიბდა. ის უკვე 150 000-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს და 800-ზე მეტ მერჩანტთან თანამშრომლობს. ასევე, ექსტრამ მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი მიტანის პლატფორმა — ექსტრა ექსპრესი შესთავაზა. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეკვეთა 35-50 წუთში მიიღონ, 6 კატეგორიიდან.
დაბადების დღე სურვილების ასრულების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ექსტრამ დაბადების დღეზე მომხმარებლების გახარება გადაწყვიტა, საკუთარ დაბადების დღეზე ყველა მომხმარებელს აუსრულებს სურვილებს და 60%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს.
29 თებერვალს, ექსტრა დღეს, განსაკუთრებული შეთავაზებები ყველა კატეგორიაში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ასაკის, ინტერესის თუ პროფესიის ადამიანი შეძლებს სასურველი ნივთის ფასდაკლებით პოვნას.
დაიმახსოვრე, მხოლოდ 24 საათი გექნება იმისთვის, რომ საშენო ფასდაკლება აღმოაჩინო!
[R]