in

Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მცირე ბიზნესს – „სვითბარის” ისტორია

მეწარმეები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბაზრის ნაირსახეობის გამრავალფეროვნებაში დიდ როლს თამაშობენ, თუმცა 2024 წლის მიწურულს ქართველ მეწარმეებს რთული დღეები დაუდგათ, რაც, ასევე, აისახა მცირე ბიზნესზე. მიმდინარე მოვლენების გამო გაუქმებულია კორპორაციული შეკვეთები, ასევე, მათ უარი თქვეს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს და მოახდენს მეწარმეების ფინანსურ მდგომარეობაზე. 

ამ  ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთიანი ძალების გამონახვა იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი არ დარჩეს შემოსავლის გარეშე და  სამომავლოდ არ დადგეს ბაზარზე მათი არსებობის საკითხი. თავის მხრივ, ყველა ამ მეწარმეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული საბაზრო კულტურის ჩამოყალიბებაში, ახლა კი ის დროა, როცა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა.

სწორედ ამ მიზნით გაერთიანდნენ ელკომერციის პლატფორმა Extra.ge საქართველოს ბანკი. 19 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ექსტრა მათ განსაკუთრებული პირობებით დაუთმობს პლატფორმას, სადაც პროდუქტებს საკომისიოს გარეშე განათავსებენ და ისარგებლებენ უფასო საკურიერო სერვისით. გარდა ამისა, ვებსაიტზე გაჩნდა „მხარდაჭერის” კატეგორია, რომლიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მცირე მეწარმეებს.

რა პირობებს გთავაზობთ მხარდაჭერის კამპანია?

  • მცირე მეწარმეებისთვის სრულად უქმდება პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
  • extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
  • მომხმარებლების წახალისების მიზნით, ისინი, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, დამატებით15%-იანი (მაქს.150ლ) ფასდაკლების კოდით ⭐️SAVE15⭐️ ისარგებლებენ;
  • საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10 ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა).

შეთავაზებით სარგებლობა უკვე დაიწყეს მცირე მეწარმეებმა და ერთ-ერთი მათგანი „სვითბარი”, ტკბილეულით, უფრო ზუსტად კი, შოკოლადით გატაცებული მცირე საოჯახო ბიზნესია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ჯანსაღი ტკბილეულის წარმოება გადაწყვიტა და ყიდის პროდუქტს, რომელიც ყველა რეგულაციის დაცვით მზადდება და სრულიად უსაფრთხოა მთავარი მომხმარებლებისთვის – ბავშვებისთვის. როგორც მეწარმე თამარ კირვალიძე გვიყვება, დაარსების დღიდან ოჯახი ორიენტირებული იყო ევროპელ მწარმოებლებზე და მაღალ ხარისხზე. მომხმარებელიც ბევრი ჰყავდათ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მცირე ბიზნესი დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და მათთვის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია.

თამარ კირვალიძე:

დაარსების დღიდან  ჩვენი პროდუქცია ჩვენივე ონლაინმაღაზიაში იყიდებოდა და, ასევე, ვაწვდიდით სასურსათო მაღაზიებსაც. ამის პარალელურად, სულ ვოცნებობდით, რომ საკუთარი მაღაზია გვქონოდა და მაისში გავხსენით კიდეც ფალიაშვილის 39-ში. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენთან მოსვლა, პროდუქციის დაგემოვნება, რჩევების მიღება და საჩუქრების ყიდვა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ჩვენ კი ძალიან მოგვწონს მათ სახეებზე ღიმილის  და კმაყოფილების დანახვა.

ცხელი შოკოლადი, სხვა საახალწლო პროდუქტების მსგავსად, დეკემბერში ჩამოვიტანეთ, მომხმარებლების წინასაახალწლო აქტიურობის იმედით. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებიც პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევდა და დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ბუტიკში შეგვეძლო წინა წლების შედეგების გაორმაგება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვქონდა რამდენიმე საახალწლო ბაზრობაზე მონაწილეობა, რისთვისაც გავზარდეთ საახალწლო შესყიდვების ბიუჯეტი. წინა წლებთან შედარებით, უფრო ძვირი, საინტერესო და მასშტაბური პროდუქტები ჩამოვიტანეთ…ახალ წლამდე რამდენიმე დღე დაგვრჩა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ დაკარგული მოგების, არამედ დიდი ზარალის მიღების წინაშე ვდგავართ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად გაუქმდა ბაზრობები (ან ჩვენ თვითონ განვაცხადეთ უარი მონაწილეობაზე). გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენებმა როგორც ჩვენს, ისე ჩვენი მომხმარებლების განწყობაზეც იმოქმედა.

M: ბიზნესის ენით რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს „სვითბარისთვის”?

ეს იმას ნიშნავს, რომ მარაგში არსებული პროდუქციის რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი პროდუქტების შენახვის ვადა ძალიან შეზღუდულია და ამას ემატება ისიც, რომ საახალწლო პროდუქცია შეფუთვის გამო მხოლოდ მოკლე დროით იყიდება ხოლმე. ვარგისიანობის ვადის გამო კი მისი მომდევნო ახალ წლამდე გადადება შეუძლებელია. ზარალი რომ როგორმე შევამციროთ, იძულებულები ვართ, საახალწლო პროდუქცია ფასდაკლებით გავყიდოთ, რაც წინა წლებში არასდროს ყოფილა. 

M: როგორ შეაფასებთ საქართველოს ბანკისა და extra.ge-ს ინიციატივას, დაეხმარონ მცირე ბიზნესებს?

მსგავსი ინიციატივა ასეთ რთულ დროს სამაშველო რგოლივით არის მცირე ბიზნესებისთვის. ვცდილობთ, ჩავეჭიდოთ და თავი როგორმე გადავირჩინოთ. უდიდესი მადლიერების გრძნობა გაგვიჩნდა ორივე კომპანიის მიმართ და დიდი ხანი დავრჩებით ლოიალური მომხმარებლების სიაში. რაც მთავარია, ამას საბოლოო მომხმარებელიც ხედავს.

როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ექსტრაზე, თუ მცირე მეწარმე ხართ

რეგისტრაციის გასავლელად შეგიძლიათ, შეავსოთ ეს ფორმა და ექსტრას გუნდი დაგიკავშირდებათ დეტალებისთვის. 

სად შეიძლება ნახოთ მეწარმეების სრული სია

მცირე მეწარმეების სია ხელმისაწვდომია ექსტრაზე.

„ყოველი ახალი სიმღერა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია” – თამარა შავერდაშვილი

სამოქალაქო ორგანიზაციების როლი კლიმატის ცვლილების პროცესში