in

„პირველი ქართული E-commerce პლატფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება” – Extra.ge

დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, სურვილის შემთხვევაში, კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია. მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ!.

ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

“რაც გაგიხარდება” – ეს არის ჩვენი ბრენდის დაპირება, რომლის შესრულებაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი და ამოცანაა. შესაბამისად, მუდმივად ვაახლებთ და ვამრავალფეროვნებთ ასორტიმენტს, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ჩვენი დახმარებით იპოვნონ ყველაფერი, რაც გაუხარდებათ“ – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული კომერცია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, აქამდე ავტომობილებით ვაჭრობა ძველი, ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა, სადაც ციფრული სივრცე მხოლოდ და მხოლოდ პირველადი ძიებისა და ალტერნატივების განსაზღვრისთვის გამოიყენებოდა. Extra.ge-მ და KIA-მ, პარტნიორობის შედეგად მოახერხეს, ეპოვათ ახალი გზა ახალი ავტომობილის უფრო მარტივად და კომფორტულად შეძენისთვის.

გადავწვიტეთ, ამ მხრივაც, განგვეახლებინა სამომხმარებლო გამოცდილება და მიგვეცა მომხმარებლისთვის საშუალება, რომ ავტომობილის შეძენის სრული პროცესი ტრანზაქციის ჩათვლით პლატფორმაზევე განახორციელონ. ეს მართლაც რომ ახალი გზაა, ახალი გზების აღმოსაჩენად!“ – ამბობს თამარ ბუაძე.

KIA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი საავტომობილო რიგით გამოირჩევა. ამასთან, უწყვეტი ინოვაცია, განვითარება და უპირობო ზრუნვა მომხმარებელზე, ჩვენი მთავარი მიზანია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, Extra.ge-სთან ერთად, ვიყოთ პირველი და გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და ინოვაციური. წარმატებული კოლაბორაციის დასაწყებად, გადავწყვიტეთ, Extra.ge-ს მომხმარებლებს, KIA-ს ყველაზე მოთხოვნად მოდელზე ექსკლუზიური ფასები შევთავაზოთ, რომელთა შესაძენად, მათ Extra.ge-ს ციფრული პლატფორმა კომფორტულ პირობებს სთავაზობს”– აცხადებს Kia Motors Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ამაშუკელი.

ეს ერთი და სხვა მრავალი!“ – Extra.ge ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად ასრულებს მის ამ დაპირებას და მომხმარებელს კიდევ უფრო ინოვაციურ და ამბიციურ სიახლეებს ჰპირდება.

 

[R]

“ყველაზე ფერადი და ნარნარი საშენო ნივთები“ – Mystartup.ge

როგორია Galaxy Z Fold 2 – Samsung-ის მორიგი დასაკეცეკრანიანი სმარტფონი