„ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის extra.ge განახლებული ვერსია „გაეშვა“. ეს უნივერსალური სივრცეა, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობის პროცესის ციფრულ ტრანსფორმაციას“.
Extra.ge მულტივენდორული ციფრული სავაჭრო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ბრენდები, მაღაზიები თუ ფიზიკური პირები საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას ახდენენ. მომხმარებლებს კი აქვთ შესაძლებლობა, „ონლაინ“ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველი პროდუქტი ან მომსახურება შეიძინონ. ადგილზე მიწოდების სერვისი Extra.ge-ს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს.
პლატფორმას თვეში, დაახლოებით, 350,000 ვიზიტორი სტუმრობს. ამჟამად, მასზე დარეგისტრირებულია დაახლოებით 80,000 მომხმარებელი და განთავსებულია 25,000-მდე დასახელების პროდუქტი და მომსახურება.
„ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ქართული ელექტრონული კომერცია და გავხდეთ კიდევ უფრო მეტად დინამიური, ტექნოლოგიურად განვითარებული ციფრული სავაჭრო სივრცე, პროდუქტის და მომსახურების ფართო არჩევანით და სრულიად ახალი სავაჭრო გამოცდილებით. Extra.ge-ის მთავარი მიზანია, მთელი ქართული სავაჭრო სექტორი ერთ ციფრულ სივრცეში გააერთიანოს – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ბუაძემ.
Extra.ge-ში ამბობენ, რომ „საქართველოს ბანკთან“ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ, მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებით სარგებლობის ახალი საშუალება მისცა – მათ შეუძლიათ პლატფორმიდან წინასწარ დამტკიცებული განვადების ან სესხის გააქტიურება და გადახდის მოქნილი სისტემებით სარგებლობა.
[R]