in

საქართველოს ბანკის ინიციატივას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ extra.ge შეუერთდა

საქართველოს ბანკის, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის, კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ მიზნად ისახავს პარასპორტსმენების მიღწევების დაფასებას და ბრენდების გაერთიანებას მათი ცნობადობის ასამაღლებლად.
კამპანიის სიმბოლურ გამოწვევას, შეევსოთ სარეკლამო ფოტოებზე დატოვებული ცარიელი ადგილი, ექსტრა გამოეხმაურა და 16 წლის ზაკო სარეკლამო ვიზუალებზე მუყაოს ყუთებით გამოჩნდა.

თანამშრომლობის ფარგლებში ექსტრას პარტნიორი გახდა ზაკო, 16 წლის პარალიმპიელი ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს პარაცურვის ნაკრების წევრი და საერთაშორისო ტურნირების მონაწილე.

ზაკოს დღიური განრიგი დილის 6 საათზე იწყება და ორჯერად ინტენსიურ ვარჯიშს მოიცავს. მისი სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი გარდატეხა 2023 წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მოხვედრა იყო. უმთავრეს მიღწევას 2025 წლის 26 ივლისს მიაღწია, სტამბოლის ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაკოს მთავარი მიზანი 2028 წლის ლოს-ანჯელესის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ლიცენზიის მოპოვება და ასპარეზობაა, თავისი მაგალითით კი სურს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაანახოს, რომ შრომითა და დისციპლინით ბარიერების გადალახვა შესაძლებელია.

„ექსტრასთვის ჩემპიონების გვერდით დგომა იმ დიდი გამარჯვებების გაზიარებაა, რომლებიც შთაგვაგონებს და გვახსენებს, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. ექსტრაში გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობა პარასპორტში ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მომავალ ჩემპიონებს” – ამბობს extra-ს მარკეტინგის დირექტორი მარიშა გოგოლაური.

„ჩვენი მიზანია, რომ ქართველმა პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ დამსახურებული ყურადღება, რადგან მათი მიღწევები იმსახურებს ადგილს იქ, სადაც სპორტის სხვა ჩემპიონებს ვხედავთ – მათ შორის, ბრენდების კამპანიებში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინიციატივა ბრენდებისთვის მოწოდებაა, დაიწყონ თანამშრომლობა პარასპორტსმენებთან და მათთან ერთად შექმნან მეტი შესაძლებლობა მათი ისტორიების გასაზიარებლად.“ – ამბობს მარიამ ცანავა – საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი

ჩემპიონი მზად არის, ახლა extra-ს ჯერია.

[პარტნიორის კონტენტი]

25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი