დაფუძნებიდან სულ რამდენიმე წლის განმავლობაში Extra-მ ქართულ იქომერს სივრცეში მყარი პოზიცია დაიმკვიდრა და მომხმარებლისთვის ყოველდღიურად ათასობით პროდუქტის ონლაინ სივრცეში შეძენას უზრუნველყოფს. კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს – მიშა კოდუა. მას ბიზნესის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 9 წლის მანძილზე, ფინანსურ სექტორში მუშაობდა, სხვადასხვა პოზიციაზე. შემდეგ, სტარტაპ-სამყაროში გადაინაცვლა. იყო მსხვილი კერძო სტრუქტურის კომერციული დირექტორი. Extra-ს დირექტორობამდე კი იქომერს ინდუსტრიაში მუშაობდა და ონლაინ პლატფორმა moitane-ის თანამდამფუძნებელი და დირექტორი იყო. ამჯერად, ის Extra-სთან დაკავშირებულ გეგმებს გვიზიარებს.
M: რით იყო თქვენთვის საინტერესო Extra-სთან თანამშრომლობა?
ჩემთვის, ამ ბიზნესში მთავარი მამოძრავებელი არის ის, რომ მზარდი ბაზარია და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი, განვითარების კუთხით. ჩემი და გუნდის მთავარი მოტივაციაა, რომ Extra იქცეს მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტულ და ყველაზე დიდ იქომერს პლატფორმად საქართველოში. გარდა ამ მიზნისა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ბიძგი იყო გუნდი, რადგან ძალიან დიდი ფუფუნებაა ამდენი მოტივირებული ახალგაზრდა ერთად, ერთი აზრისა და მიზნის გარშემო შეკრიბო. ასევე, გუნდთან ერთად უზრუნველვყფოთ იმას, რომ Extra კიდევ უფრო კარგი სამუშაო ადგილი გახდეს ყველა მოტივირებული და ცნობისმოყავრე ადმიანისთვის.
M: რა ადგილი შეუძლია დაიკავოს ქართულ იქომერს ბაზარზე?
როგორც ყველა ვხედავთ და მეც ვისაუბრე, იქომერს ბიზნესი საქართველოში, დღეს, სწრაფად იზრდება. ჩვენი მთავარი დანიშნულებაც ეგ არის, რომ სწრაფ ზრდაში შევუწყოთ ხელი, ეს კი ძალიან კომპლექსურია. თუმცა ძალიან მჯერა, რომ e და Quick Commerce არის მომავალი, რომელიც ძალიან მალე დადგება საქართველოშიც.
M: თქვენი შეფასებით, რა სჭირდება იქომერს კომპანიისგან მომხმარებელს ყველაზე მეტად?
სინამდვილეში, მომხმარებლის საჭიროებები მარტივად დასანახია: პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ხელსმისაწვდომი ფასები და კომფორტული და დროული მომსახურება. მათ შორის, წინასწარ დაზუსტებული მიტანა.
M: როგორია თქვენი გეგმები, კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით?
გეგმები საკმაოდ ამბიციურია, განსაკუთრებით განვითარების ამ ეტაპზე, როცა Extra სტარტაპიდან “scale-up” ეტაპზე გადავიდა. გვჯერა, რომ კარგი გუნდითა და რესურსებით ამას რეალისტურად შევძლებთ. მთავარი მიზანია, მომხმარებლის კმაყოფილება და სრულად მასზე მორგებული სერვისის შეთავაზება. Extra კიდევ უფრო იქცევა ე.წ customer centric იქომერსად, რომელიც დღეს, თითოეული მომხმარებლის სურვილია.
Extra არის დიჯითალ არეას “Beyond the Banking” ეკოსისტემაში შემავალი ერთ-ერთი წარმატებული კომპანია.
[R]