in

როგორ აფასებს Extra.ge სფოთლაითის მხარდაჭერას

სულ მალე, Radisson Blu Iveria-ში გაიმართება მე-10, საიუბილეო „სფოთლაითი“, მთავარი თემით „მემკვიდრეობა“. წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 2013 წლიდან მოყოლებული, Spotlight აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია Extra.ge. ღონისძიების მნიშვნელობასა და მხარდაჭერაზე Extra.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური გვიყვება.

M: რატომაა მნიშვნელოვანი ექსტრასთვის სფოთლაითის მხარდაჭერა?

დეკემბერში, დედაქალაქში ქართული ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ღონისძიება Spotlight ტარდება. წლის ბოლოს, ყველანი ვაფასებთ ჩვენს ნამუშევრებს, ბიზნესისთვის რამ იმუშავა კარგად და რამ – ნაკლებად. ეს ღონისძიება კი გვეხმარება გადავაფასოთ ჩვენი მიდგომები, ბიზნეს ნაბიჯები და რაც მთავარია, დავგეგმოთ ახალი წლიდან უკეთესი აქტივობები.

და რატომ ექსტრა? ექსტრა ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვის, გამოწვევებისთვის და რაც მთავარია, მუდამ ინსპირაციის ძიებაშია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეათე საიუბილეო ღონისძიებას ჩვენც დავსწრებოდით და ბიზნეს-დღესასწაულის ნაწილი ვყოფილიყავით.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

Spotlight ყოველ წელს ქმნის ერთ დიდი მემკვიდრეობას, რომელსაც სპიკერების მიერ გამოცდილების გაზიარება ჰქვია. სინამდვილეში, ეს გამოცდილებაა ის განძი, რომელსაც Spotlight დაატარებს. თითოეული ჩვენგანისთვის ეს მემკვიდრეობა გამოსადეგია მაშინ, როცა აქ ვართ და მაშინ, როდესაც მოტივაციას ვეძებთ.

საინტერესო და წარმატებული ადამიანების გამოცდილება ყოველთვის კარგი მოტივაციაა განაგრძო სვლა და არ გადადო შენი განვითარება. ყოველი ახალი დაძლეული დაბრკოლება ხომ განვითარების ახალი საფეხურია.

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

2013 წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, რაღაცები გადავაფასეთ, რაღაცები კი უცვლელი დარჩა. 10 წელი საკმარისია იმისთვის, რომ Spotlight ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად მოვიხსენიოთ. ამ ორი დღიდან კი ბიზნესის მამოძრავებელ ძალას, დიდ ინსპირაციას ველოდებით.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

„ერთი მშვენიერი დღე“ საკმარისად თვითმყოფადი რამ მგონია. არაფერს დავამატებდი“

Meta Quest 3-ის ინტერაქციული ბილბორდი