in

როგორ ემზადება extra-ს გუნდი extra დღისთვის

რას ნიშნავს ექსტრა დღე და როგორ ემზადებით ამ დღისთვის?

ზუსტად 6 წლის წინ, ნაკიან წელს, 2020 წლის 29 თებერვალს დაისტარტა extra.ge. შესაბამისად, ყოველ წელს ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რომ ეს თარიღი გრანდიოზულად აღვნიშნოთ ჩვენს მომხმარებლებთან და მაღაზიებთან ერთად.

ტრადიციას არც წელს არ ვარღვევთ და ამ დღეს, ჩვენი მომხმარებლებისთვის პარტნიორ ბანკთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზება მოვამზადეთ:

28 თებერვალს მომხმარებლებს 50%-მდე მაღაზიების ფასდაკლებები დახვდებათ, ვინც SOLO Mastercard World Elite ბარათით გადაიხდის, დამატებით 20%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 500 ლარს მიიღებს.

დაბადების დღის კამპანიისთვის მზადება თითქმის 3-4 თვით ადრე დავიწყეთ. ყოველ წელს, კომპანიის ზრდასთან ერთად, ეს დღე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება ჩვენი გუნდისთვის. მუშაობის პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანიის თითქმის ყველა გუნდის წევრი: მარკეტინგი, კომერცია, კონტენტის გუნდი, საოპერაციო გუნდი, პროდუქტის გავითარების გუნდი, დელივერი სერვისი და სხვა.

როგორ შეაჯამებთ განვლილ 6 წელს და რა ცვლილებებია კომპანიაში?

გასული 6 წელი დატვირთული და ასევე, სავსე იყო გამოწვევებით. 2025 წელი extra-სთვის აღამოჩნდა ცვლილებებით სავსე წელი. 1-წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, წლის ბოლოს შევცვალეთ ბიზნეს მოდელი და გადავედით კლასიკურ marketplace-ზე.

extra საოპერაციო ბუნებით პირველი კლასიკური marketplace-ია საქართველოში, სადაც ყველა გამყიდველს აქვს საშუალება მართოს თავისი მაღაზია, ისე როგორც თავად თვლის საჭიროდ.

ჩვენ ამ მოდელში ორიენტირებულები ვართ საჭირო ტრაფიკის მოყვანაზე და საბოლოო პროცესის ორგანიზებაზე. აღნიშნული ცვლილება extra-ს და ასევე ბაზარს აძლევს უნიკალურ საშუალებას, რომ ერთი მხრივ, სწრაფად გაიზარდოს, მეორე მხრივ, ბაზარი გახდეს უფრო ოგანიზირებული და ციფრული. ასევე მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელებს უჩნდება წვდომა e-commerce მომხმარებელზე, რომელიც საშუალებას მისცემს სწრაფად გაიზარდოს.

ცვლილებების შემდეგ, ჩვენი მთავარი გზავნილებია:

პირველი marketplace საქართველოში – ყველაზე დიდი არჩევი ერთი სივრცეში, თანაც საუკეთესო ფასად;

extra ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებელები და მაღაზიები ერთმანეთს უკავშირებიან. მომხმარებელი ყიდულობს, ხოლო მაღაზია ყიდის პროდუქტებს.

რა ეგულებათ წელს მომხმარებლებს? გუნდში ვთვლით, რომ extra-ს დაბადების დღის შეთავაზება ჩვენთვის იგივე მასშტაბისაა, როგორიც მეორე შავი პარასკევი. შესაბამისად, დაბადების დღის შეთავაზება მორგებულია მომხმარებელზე, რომ საუკეთესო შეთავაზებით შეიძინოს მისთვის სასურველი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში. ხოლო მაღაზიებისთვის შევქმენით საუკეთესო ციფრული პლატფორმა, რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქტები,“ – ამბობს ანა ტაბატაძე, ექსტრას სტრატეგიული პროექტების დირექტორი.

რას ნიშნავს ექსტრას ბრენდისთვის extra დღე?

ექსტრა დღე ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. წლებია ამ დღისთვის რამდენიმე თვით ადრე ვემზადებით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო კარგი გამოცდილება შევქუმნათ. არც 2026 წელია გამონაკლისი, მზადება წინა წლის ბოლოს დავიწყეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ 28 თებერვალს თითოეულმა მომხმარებელმა განსაკუთრებულად იგრძნოს თავი. ჩვენი მიზანია, რომ ექსტრას დაბადების დღე მომხმარებლის დღედ ვაქციოთ და სურვილების სიაში მყოფი თითოეული ნივთის შეძენა ხელსაყრელ ფასად შეძლონ.

რა არის წლევანდელი დაბადების დღის კონცეფცია?

კონცეფციაზე ფიქრისას მივხვდით, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მომხმარებლებს ყველაზე კარგი შეთავაზებები და ფასდაკლებები ექსტრაზე ეგულებათ. ვიფიქრეთ, რომ მომხმარებლისთვის ეს ნიშანია, რომ ექსტრა დღეს იშოპინგონ. წელს კონცეფცია სწორედ „ნიშნებია“. იდეა მარტივია – თებერვლის შუა რიცხვებიდან თითქოს ყველგან გხვდება პატარა მინიშნება, რომ ექსტრა დღე მოდის. გზავნილიც ასეთია: შენ ირგვლივ ნიშნებია, რომ ეს შოპინგისთვის საუკეთესო დროა.

რა ეგულებათ მომხმარებლებს წელს?

წელს, მომხმარებლებს განსაკუთრებული მაღაზიების 50%-მდე ფასდაკლებები ეგულებათ, ამასთან კი დამატებით SOLO Mastercard World Elite ბარათით 20% მაქს.500 ლარს დაიბრუნებენ.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ეგულებათ ახალი ბრენდები, მაღაზიები თუ პროდუქტები, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ,“ – ამბობს ექსტრას სინიორ ბრენდ მენერჯერი, სალომე ღუდუშაური.

ნიშანია, რომ ექსტრა დღეს იშოპინგო:

[R]

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი