in

შავი პარასკევი საუკეთესო ფასებით და საჩუქრებით Extra-ზე

24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით, Extra-ზე ყველაზე გრძელი შავი პარასკევი გელოდებათ. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს დახვდება ექსკლუზიური ფასდაკლებები წინასწარ შერჩეულ პროდუქტებზე, ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი და რაც მთავარია, ექსტრა საჩუქრები „ექსტრაზე“. 

სასურველი ნივთის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ Extra-ზე დამალული 5,000-მდე საჩუქრიდან ერთი. 

წინასწარ შერჩეული საჩუქრები მოიცავს მომხმარებლებისთვის საყვარელ ნივთებს, დამატებითი ფასდაკლების პრომოკოდებს, 1+1 საჩუქრებს. ასევე მომხმარებელს შეეძლება მიიღოს სუპერპრიზები, როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთები, iPhone 15, მთის სეზონური აბონემენტ, სათამაშო კონსოლები (Sony PlayStation 5 Disc Version და 4 NINTENDO SWITCH OLED MODEL) და სხვა სიურპრიზებ.

ექსტრა საჩუქრის მისაღებად, აუცილებელია, მომხმარებელმა ექსტრას ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი, რომელიც აქციაში მონაწილეობს. აქციაში მონაწილე ნივთებს მითითებული ექნება სპეციალური, გრაფიკული გამოსახულება, საჩუქრის სიმბოლოთი. საჩუქრები დამალული იქნება მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის უკან (რიგით მე-2 სურათში). მაგალითად, ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში, შესაძლოა, დამალული საჩუქარი აღმოჩნდეს PlayStation 5.

შეგახსენებთ, შავი პარასკევი ექსტრაზე 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 27 ნოემბერს დასრულდება.

[R]

VR მოწყობილობების მიმართ წამოჭრილი ეთიკური საკითხები

ტიტანია — რეკლამა, რომელიც შეიძლებოდა ფილმი ყოფილიყო