in

„ექსტრა” – ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისი საქართველოში

მარიშა, www.extra.ge გახდა ყველაზე დიდი მარკეტფლეისი. რას ნიშნავს ეს სიახლე?

ექსტრა არის ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისი საქართველოში. ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ექსტრამ ბიზნესმოდელი ძირეულად შეცვალა და დღეს საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ მარკეტფლეისად იქცა.

მარკეტფლეისი ციფრული პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა გამყიდველი ერთ სივრცეში ყიდის საკუთარ პროდუქტს, ხოლო პლატფორმა შუამავლის როლს ასრულებს – სთავაზობს მათ სივრცეს, აუდიტორიას და ბიზნესის სამართავად საჭირო ხელსაწყოებს. ამ მოდელის ყველაზე ცნობილი გლობალური მაგალითებია: Amazon, Alibaba/AliExpress, eBay და Etsy.

რა იცვლება მომხმარებლისთვის? რატომ უნდა იშოპინგოს მომხმარებელმა ციფრულ მარკეტფლეისზე?

მომხმარებლისთვის ცვლილება უპირველეს ყოვლისა არჩევანში იგრძნობა. ახლა ათასობით პროდუქტი და ასობით მაღაზიაა ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მარკეტფლეისის ფორმატი ბუნებრივად ქმნის ჯანსაღ კონკურენციას გამყიდველებს შორის.

რა შესაძლებლობებს სთავაზობთ ქართულ ბიზნესებს ამ სივრცის შექმნით?

ექსტრა ქართულ ბიზნესებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, საშუალებას აძლევს საკუთარი ონლაინმაღაზია ჰქონდეთ, რაც ნიშნავს მზა მასშტაბურ აუდიტორიაზე წვდომას. აქ გამყიდველებს ეგულებათ გაყიდვების ციფრული ინსტრუმენტები და, რაც მთავარია,  მთელი საქართველოს მასშტაბით მათი პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობა.

მოდი, ვისაუბროთ განსხვავებულ ბიზნესებზე. როგორ აისახება ის როგორც მსხვილ და საშუალო, ასევე მცირე ბიზნესებზე?

ექსტრა მსხვილი ბრენდებისთვის გაყიდვების დამატებითი არხია. მათ უკვე აქვთ ბრენდი, პროდუქტი და ზოგჯერ საკუთარი ლოგისტიკაც კი, ექსტრა კი მომხმარებელთან დამატებით შეხების წერტილს სთავაზობს.
საშუალო ბიზნესისთვის დამოუკიდებლად ონლაინგაყიდვების წარმართვა საკმაოდ რთული პროცესია. ექსტრა ამარტივებს როგორც საკუთარი მაღაზიის გახსნას, ისე მიწოდების სერვისს.
მცირე ბიზნესისთვის კი ეს ყველაზე გარდამტეხი შესაძლებლობაა. ხშირად კარგი პროდუქტი აქვთ, მაგრამ არ იციან, საიდან დაიწყონ ციფრული გაყიდვები. ექსტრა ამ ბარიერს ხსნის.

„ახლა ყველაფერი გეგულებათ ექსტრა მარკეტფლეისზე”, – ამბობს ექსტრას მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი მარიშა გოგოლაური.

გაყიდე ექსტრაზე – become-seller

[პარტნიორის კონტენტი]

სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის – დაესწარით სპექტაკლ “შერეკილების” პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში

ქართული კონტენტსააგენტო Kling AI-ს პარტნიორია – Buff Labs გლობალურ AI-ბაზარზე