in

extra X Ad Black Sea 2025

სექტემბრის შუა რიცხვებში შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი ფესტივალი იწყება. 11 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო Ad Black Sea-ს უკვე მეათედ უმასპინძლებს.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალზე 1400-ზე მეტი დელეგატი მოიყრის თავს.

extra უკვე მეორედ ეგულებათ სტუმრებს Ad Black Sea-ზე… რა სიახლეს გვიმზადებს ბრენდი?

საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია – extra უკვე მეორე წელია ფესტივალის სტუმრების მისაღებად განსაკუთრებით ემზადება. extra-ს პირველი შეხების წერტილი ფესტივალის ჩანთაა, სადაც მომხმარებლებს განსაკუთრებული საჩუქარი ეგულება ჩვენგან. რაც შეეხება მომდევნო აქტივობებს, წელსაც ველოდებით სტუმრებს Mono Hall-ში, სადაც განსხვავებული და რაც მთავარია, ყველასთვის საჭირო საჩუქრების მიღებას შეძლებენ.

extra ონლაინ მაღაზია, რომელი ბრენდების საჩუქრები იქნება წარმოდგენილი? 

საჩუქრების ორგანიზებაში სხვადასხვა ბრენდები  ჩაერთნენ: Glow Hub, Her Store, Tresor, პალიტრა, ინტელექტი, L’oreal Professional, Matrix, Mr.Goods, Profbeauty/Batiste,  Parfois, Miniland, Icity, Xiaomi Georgia, Mober, I-mobile, გაჯეტრონ-x, Beauty Corner, FujiFilm, CopterTech, MiStore, Itechnics, Puzz და სხვა

ყველა ეს ბრენდი მომხმარებლებს extra-ზე ეგულებათ. 

მოლოდინები საკმაოდ დიდი გვაქვს – გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავახაროთ. ვაჩვენოთ, როგორც ყველასთვის ნაცნობი extra, ასევე გავაცნოთ extra-ს ახალი პროდუქტი.

რა არის extra-ს ეს ახალი პროდუქტი? 

ეს extra market-ია, რომელსაც სულ მალე გაიცნობს მომხმარებელი.  მარკეტის ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში, რომელსაც მომხმარებელი 35 წუთში საკუთარ კართან მიიღებს. საჩუქრებს შორის, extra market-ის ვაუჩერებიც იქნება, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გატესტონ ახალი პროდუქტი.

შევხვდებით ბათუმში – extra-ს მარკეტინგის გუნდი.

[R]

Beats Solo4-ის ახალი ყურსასმენი წითელი ბაფთებით გამოვიდა

სტივენ კინგის 10 რჩეული ფილმი