in

როცა Ad Black Sea 2024-ზეც ყველაფერი გეგულება! – როგორი იყო extra-ს საფესტივალო საჩუქრები და აქტივობები

ქართული კრეატივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი დღე დასრულდა. 12,13 და 14 სექტემბერს ბათუმმა Ad Black Sea-ს უმასპინძლა. პარტნიორებს შორის extra-ც იყო, რომელმაც ჩასულ დელეგატებს განსაკუთრებული საჩუქრები და აქტივობა დაახვედრა.

რებრენდინგის შემდეგ, extra სერვისის გაუმჯობესებასა და ბრენდის იდენტობაზე აქტიურად მუშაობს. კამპანიამ “ყველაფერი მეგულება”, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა, ვიზუალურ კრაფტში ბრინჯაოს ჯილდო მიიღო.

ამ ემოციებით დატვირთულ დღეებზე ექსტრას მარკეტინგის გუნდი გვესაუბრა.

extra x Ad Black Sea – რას ნიშნავს კომპანიისთვის პირველი თანამშრომლობა ფესტივალთან?

როცა ბრენდის იდენტობაზე ვმუშაობდით და პირველ მასშტაბურ კამპანიას ვგეგმავდით, გვინდოდა ისეთი რამ შეგვექმნა, რაც ფესტივალის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობდა. ზუსტად ვიცოდით, რომ Ad Black Sea 2024-ის პარტნიორები უნდა ვყოფილიყავით.

მზადების პროცესში გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის საყვარელ ნაჭრის ჩანთებში, extra ყუთის სახსნელი უნდა დახვედროდათ დელეგატებს. შემდეგი საჩუქრები კი უკვე ჩვენს სტენდთან ეგულებოდა სტუმრებს. გვინდოდა სახალისო ყოფილიყო საჩუქრების გადაცემა, ამიტომაც სტენდთან მოსული ადამიანები თავად ირჩევდნენ კვადრატებს, ექსტრა სახსნელით ფხეკდნენ და განსხვავებულ საჩუქრებს იღებდნენ.

მიზნად ბევრი ადამიანის გახარება დავისახეთ, მაგრამ სტუმრების აქტიურობამ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. საჩუქრებში ჩვენი პარტნიორი მერჩანტებიც დავიხმარეთ: IPlus, IMobile, Beauty Corner, Fujifilm, PUZZ,  Avene, Klorane, Soskin, Weleda და სხვა.

პირველი extra ჯილდო – როგორ შეხვდით ამ ამბავს?

ბათუმისკენ მიმავლებმა შევიტყვეთ, რომ Windfor’s-ის კამპანია შორტლისტში იყო, თანაც სამ კატეგორიაში. პირველივე დღიდან გვჯეროდა ჩვენი და სააგენტოს წარმატებული თანამშრომლობის. ასეც მოხდა, დაჯილდოების საღამოს ვიზუალურ კრაფტში კამპანიამ ბრინჯაოს ჯილდო აიღო. 

„წარმოუდგენელი ემოციები იყო. გვიხაროდა, რომ ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანმა კამპანიამ ინდუსტრიის ყურადღება დაიმსახურა. განახლებული ბრენდით პოზიციონირება სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, ვფიქრობთ, წინ კიდევ ბევრი წარმატებაა,“ – ამბობს extra-ს სინიორ ბრენდ მენეჯერი, სალომე ღუდუშაური.

Ad Black Sea-ზე იმყოფებოდა extra-ს კონტენტის გუნდიც.

როგორია ფესტივალთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა რელევანტური კონტენტი?

მარკეტინგის ერთ-ერთი ნაწილია კონტენტი. თითოეული მარკეტინგული აქტივობა მნიშვნელოვანია, რომ აისახოს ციფრულ არხებშიც.

Ad Black Sea-ს შემთხვევაში გვინდოდა, ფესტივალის წლევანდელი თემა და extra ერთმანეთთან საინტერესოდ დაგვეკავშირებინა.

პირველ რიგში, დავაანონსეთ, რომ პარტნიორების სიას ჩვენც შევუერთდით. ბათუმში გამგზავრებამდე ფესტივალის აჯენდის მიხედვით მოვამზადეთ კონტენტ კალენდარი.

ჩვენი მთავარი მესიჯის: “ყველაფერი მეგულება” გარშემო დავგეგმეთ კომუნიკაცია, შესაბამისი ვიზუალური სტილით და კონტენტით. დიზაინისა და მოუშენის გუნდთან ერთად წინასწარ მოვამზადეთ თითოეული პოსტი, სტატია თუ სთორის შაბლონიც კი. გადავინაწილეთ როლები, რათა ლაივ რეჟიმში გაგვეშუქებინა მიმდინარე აქტივობები.

ასევე, ვიფიქრეთ იმაზე, თუ ჩვენთვის, როგორც ფესტივალის მონაწილეებისთვის რა იქნებოდა საინტერესო, რომ ბრენდის მხრიდან გვენახა. შესაბამისად, ვეცადეთ, აღგვებეჭდა ის ყოველდღიური ემოციები, რაც ექსტრასთან იყო დაკავშირებული.

გვინდოდა მაქსიმალურად ცოცხალი ყოფილიყო კონტენტი, გვეჩვენებინა რა ხდებოდა ჩვენს სტენდთან და როგორია extra x Ad Black Sea.

მნიშვნელოვანია ფოტო მასალაც. გვყავდა ფოტოგრაფიც, რომელმაც ნათლად აღბეჭდა ჩვენი პირველი გამოჩენა ფესტივალზე და გახარებული სტუმრები.

ამბობს extra-ს კონტენტის გუნდი.

როგორი იყო დიზაინ გუნდის ჩართულობა ფესტივალზე?

როცა Ad Black Sea-ს კონცეფცია გავიგეთ, უკვე ვიცოდით რომ extra-ს ახალ ვიზუალურ სტილს იდეალურად მოერგებოდა. ჩვენს ბრენდინგში აქტიურად ვიყენებთ გრაფიტის, რაც ზუსტად 2024 წლის ფესტივალის თემატიკა იყო. სოციალურ მედიაში სწორედ ეს სტილი დაგვეხმარა, რომ რელევანტური დიზაინებით გაგვეშალა ჩვენი აქტივობები.

გარდა სოციალური მედიისა, დიზაინის გუნდმა აქტიურად ვიმუშავეთ extra სტენდზე. 

“ყველაფერი მეგულებას” კამპანიიდან გამოვიყენეთ პიქსელების კონცეფცია. სტენდზე არსებული პიქსელები მომხმარებლებს შეეძლოთ გადაეფხიკათ და საჩუქრები მიეღოთ.

უშუალოდ საჩუქრები კი გიგანტურ  extra  ყუთში დავმალეთ, რომელიც ზედმიწევნით იმეორებდა ნამდვილი ყუთის დიზაინს.

[პარტნიორის კონტენტი]

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

„გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში” – სმარტ აკადემიის ახალი პროექტი