ექსტრას ახალი ვიდეორგოლი კავეას კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩნდა. თანამშრომლობის პარალელურად, ექსტრამ გადაწყვიტა, კავეას მაყურებლებისთვის საჩუქრები მოემზადებინა.
სეანსების დაწყებამდე ეკრანებზე წარწერა გამოჩნდა, რომელიც მაყურებლებს სავარძლის ქვეშ შეხედვას სთხოვდა, სადაც ექსტრა საჩუქრები ეგულებოდათ.
უკვე 100-მდე მაყურებელმა მიიღო ექსტრა საჩუქარი: თემატური პაზლები, სუპერგმირების ფიგურები, Iplus-ის აქსესუარები და Midea-ს აეროგრილები.
„კოლაბორაციის მიზანია, მომხმარებლებს ისეთ ადგილებში დახვდეს ექსტრა საჩუქრები, სადაც სულაც არ ელოდებიან“, — ექსტრას მარკეტინგი.
ექსტრა ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა საქართველოში, სადაც 150 000-მდე ნივთს იპოვი. აქ მსხვილი კატეგორიების გარდა, კინოს თემატიკის უამრავი ნივთი გეგულება.
ამის შემდეგ სავარძლები შეამოწმე, იქნებ შენც გეგულებოდეს მის ქვეშ ექსტრა საჩუქარი.