in

მთლიანი მოლი უკვე შენს მობილურში

„ერთი ხელის მოსმით“ – Extra.ge, შოპინგის გასამარტივებლად, მომხმარებლებს უკვე მობილურ აპლიკაციას სთავაზობს.

Extra.ge ელექტრონული კომერციისა და „ონლაინ“ შოპინგის განვითარებისთვის კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ. ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ბეტა რეჟიმში უკვე გაეშვა, მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ყველაზე დიდ „ონლაინ“ მოლთან მუდმივ წვდომას“.

Extra.ge, ბაზარზე, 2020 წლის 29 თებერვლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს უამრავი ხელსაყრელი შეთავაზებით ანებივრებს. მათი გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე, რისი ნაწილიცაა ახალი აპლიკაცია. Extra.ge აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას აქტიურად თანამშრომლობდა კომპანია Sweeft Digital-თან და 5 ნოემბერს აპლიკაციის ბეტა ვერსიამ დღის სინათლე იხილა.

„ჩვენს გუნდს, Sweeft Digital-ს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა უნიკალური ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, როგორც iOS, ისე Android სისტემისთვის. ეს არის პირველი „ონლაინ“ მოლი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს „ონლაინ“ შოპინგს, დააზოგინებს დროს და ამ პროცესს უფრო კომფორტულს გახდის მისთვის. Sweeft Digital-ის გუნდი აქტიურად მუშაობდა 6 თვის განმავლობაში, შევძელით გაგვეზიარებინა ჩვენი საერთაშორისო გამოცდილება, E-commerce-ის კუთხით და შედეგიც დაიდო. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თავად შეაფასებს“, – განაცხადა კომპანია „Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ.

„ამიერიდან შესაძლებელია Extra.ge-ს, ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლის ჯიბით ტარება და ნებისმიერ დროს, ერთი ხელის მოსმით, სასურველი ნივთის მოძებნა, შეთავაზებების დათვალიერება, შედარება, ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა, რაც გაგიხარდებათ. მობილური აპლიკაცია კომფორტული და მოსახერხებელია, როგორც აქტიური შოპინგის, ისე იმ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლებისთვის, ვისაც ფიზიკური შოპინგი ურჩევნია. მათ შეუძლიათ, სასურველი ნივთი, ნახონ ნებისმიერ მაღაზიაში, ხელით შეეხონ მას და პარალელურ რეჟიმში, გადაამოწმონ მისი ფასი Extra-ს მობილური აპლიკაციის საშუალებით, იგივე ბრენდის ციფრულ ფილიალში. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა აქცია, ფასდაკლება თუ შეთავაზება, რის საფუძველზეც მომხმარებელს ყოველთვის ექნებათ რაციონალური და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. Extra-ზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ შენაძენს სასურველ მისამართზე მოგართმევთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დამატებით კომფორტია, განსაკუთრებით რეგიონების შემთხვევაში”, – განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამუნა ბუაძემ.

„ონლაინ“ შოპინგის ხელშეწყობის მიზნით, Visa, ვებგვერდის გაშვების დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს Extra.ge-სთან. ამ მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად კი, კვლავ Visa-სთან თანამშრომლობით, Extra.ge აანონსებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს, აპლიკაციის მომხმარებელთათვის.

„დღესდღეობით, ელექტრონული კომერცია მომხმარებელს უფრო მეტ არჩევანს, კომფორტსა და უსაფრთხოებას სთავაზობს. ასევე, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, მართონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა და დააკავშირონ მომხმარებლები მერჩანტებს”, – აცხადებს კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში – „სწორედ ამიტომ, Visa დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული კომერციის მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის „ონლაინ“ შოპინგით სარგებლობის უპირატესობებს. Extra.ge აპლიკაციის ამოქმედებით მომხმარებლებს შეეძლებათ, მარტივად მართონ სურვილები და მიიღონ დამატებითი ბონუსები Visa ბარათით გადახდისას, მათ შორის 50%-მდე ფასდაკლება შერჩეულ ნივთებზე, უფასო მიწოდება და 10% ფასდაკლება შემდეგი შეკვეთის განხორციელებისას აპლიკაციის მეშვეობით“.

მაშ ასე, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Android და iOS სისტემებისათვის. დეტალური ინფორმაცია კი იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

„შეიძინე, რაც გაგიხარდება, ერთი ხელის მოსმით, მთელი შოპინგ მოლი უკვე შენს მობილურშია“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

LinkedIn-მა, მომხმარებლებს, პლატფორმის რედიზაინი წარუდგინა!

ინსაითი: როგორ გაუმკლავდა Twitter პანდემიის კრიზისს