in

„სმარტფონითა” და Eyeque-ით მხედველობის შემოწმება შეგიძლიათ

veon
veon

21-ე  საუკუნე „ტექნოლოგიების“ საუკუნეა. დღეს, სხვადასხვა მოწყობილობით, ისეთი რამის გაკეთება შეიძლება, რაც, 10-15 წლის წინ, წარმოუდგენელი იყო.

ალბათ, რთული დასაჯერებელია, რომ „სმარტფონით“ მხედველობის შემოწმება შეიძლება – Eyeque Insight არის მოწყობილობა, რომელსაც მობილურ ტელეფონზე ამაგრებთ, წინასწარ გადმოწერილი პროგრამის საშუალებით კი ადგენთ, გაქვთ თუ არა მხედველობის პრობლემა და თუ გაქვთ, კონკრეტულად რა სახის.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=em0ElLEiVKM[/embedyt]

 

Eyeque-ის საშუალებით ბავშვები და მოზრდილები ყველა იმ პროცედურას გადიან, რასაც ოფთალმოლოგთან ვიზიტისას. მიღებული მონაცემები ინახება სპეციალურ აპლიკაციაში, რაც მოსახერხებელია, საჭიროების შემთხვევაში, თვალის ექიმთან წარსადგენად.

Eyeque-ით, ასევე შეამოწმებთ, სწორად გაქვთ თუ არა შერჩეული კონტაქტური ლინზა ან მხედველობის სათვალე.

კომპანია Lenovo ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს 

ვიზუალური არტისტი – თაკაკა აბრამია, VR NOW-ს ევროპულ კონფერენციაზე, 40 სპიკერს შორის იქნება!