in

ლინ მენეჯმენტი ჩვენს ბიზნესში – „ეზოს“ დამფუძნებელი გიორგი ლომსაძე

„ლინი არის ფიქრის მენეჯმენტი. ანუ, როგორ უნდა იფიქრო, რომ გადაწყვიტო პრობლემა . . . ეს არის მართვის სისტემა“

„ეზოს“ დამფუძნებელმა გიორგი ლომსაძემ თავადაც შემთხვევით აღმოაჩინა „ტოიოტას“ კორპორაციის მართვის მოდელი. ამბობს, რომ ერთ-ერთი პრინციპი გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებაა. მთავარი კი ყველა საკითხის ადგილზე, პრაქტიკაში გადაჭრაა. და ზუსტად აქ აღმოჩნდა ხსნა.

ლინს თავისი Tools (ინსტრუმენტები) აქვს, რომელიც უნდა გამოიყენო, თუ რაიმეს შეცვლა გინდა. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომ ყველა პროცესი ნახო ადგილზე და ისე მიიღო გადაწყვეტილება. მანამდე [მენეჯმენტი] ვისხედით ცალკე ოთახში და ისე ვფიქრობდით, როგორ მოგვეგვარებინა ჩვენი პრობლემები. ადგილზე რომ მივედი, სხვა [სიტუაცია] დამხვდა.

ზოგადად, ასეა – შორიდან განსხვავებულად ხედავ და თურმე, აბსოლუტურად სხვა რეალობაა. ნახავ, რომ იქ ადამიანები საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა დააფასო და უნდა დაეხმარო მათ, ისე გააკეთონ საქმე, როგორც შენ გინდა. მნიშვნელოვანია, შეგეძლოს დანაკარგის მართვა, აღმოაჩინო სად, რა დანაკარგი გაქვს და სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამას კი მხოლოდ ადგილზე ყოფნით შეძლებ. არაფრის გაკეთება არ გიწევს, უბრალოდ იქ ხარ და აკვირდები. მაგალითად, მე აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში ყველა ძალიან დიდი დროს კარგავდა ნივთების ძებნაში – მზარეული, მისი დამხმარე და სხვები, სულ რაღაცას ეძებდნენ და ამაზე საკმაოდ დიდი დრო მიდიოდა. ასეთ დეტალს ვერასოდეს გავიგებდი, ადგილზე რომ არ დამეწყო დაკვირვება.

[ასე შემოვიდა ლინ მენეჯმენტი „ეზოში“, თუმცა, ეს ერთიანად არ მომხდარა] თავიდან ვთქვით, მოდი, დავხარჯოთ დრო იმისთვის, რომ [ლინ მენეჯმენტი] ვისწავლოთ, რადგან ძალიან საინტერესო ჩანს, ეს არის ის, რამაც შეიძლება არა მარტო საქმე გაგვიმარტივოს, არამედ კონკურენტული გაგვხადოს. ვთქვით, რომ არაუშავს ახლა თუ რაღაცები შეგვეშლება, სამაგიეროდ, [მომავალში] გამოჩნდება, რომ ძალიან კარგი რამ ვისწავლეთ. საბოლოოდ ასეც გამოვიდა, „კაიზერი“ გამოჩნდა, EBRD-ის გრანტი ავიღეთ და მათთან ერთად დავიწყეთ ლინის დანერგვა“, – ამბობს გიორგი ლომსაძე.

და თუ თქვენც ისეთივე გაკვირვებული ხართ, როგორც მისი თანამშრომლების უმეტესობა, რა შუაშია ერთმანეთთან საავტომობილო და კვების ბიზნესი, ან როგორ უნდა იმართოს ისინი საერთო სისტემით, აუცილებლად მოუსმინეთ „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდს.

„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.

Amazon Echo-ს ახალი ფუნქცია – Alexa-სთან წერილობითი კავშირის დამყარებას შევძლებთ

ულტრაიისფერი სხივები Covid-19-ის წინააღმდეგ