in

„ეზო საგურამო“ – სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები, თბილისიდან 20 წუთის გზაზე

ალბათ, თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი აპირებდა „ასაკში“, სადმე მშვიდ ადგილზე, ეზოიან სახლში გადასვლას. შესაძლოა, მათ შორის თქვენც იყავით და ხართ კიდეც, რადგან რაც დრო გადის, ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველთა რიცხვიც იზრდება და ასაკიც „ახალგაზრდავდება“, ავტომატურად, ახლა მეტი მოთხოვნაა საკუთრ სახლებზე, დედაქალაქთან ახლოს. პანდემიის შემდეგ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არის და ჩნდება კომპანიები, მომხმარებელს ამ მომსახურებას სთავაზობს. დღეს „ეზო საგურამოზე“ უნდა გიამბოთ, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა. დეველოპერულ კომპანია პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლებს აშენებს თბილისიდან, დაახლოებით, 20 წუთის სავალ მანძილზე.  

თავად ამბობენ, რომ მთავარი მიზანი დედაქალაქთან ახლოს ისეთი კომპლექსების მშენებლობაა, სადაც გათვალისწინებულია რეკრეაციული განვითარების კონცეფცია, სუფთა ჰაერი, ლამაზი ხედები და მაღალი ხარისხი. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ბაჩო ხაჩიძე ამბობს, ზუსტად ეს არის მათი უპირატესობა, ასეთ კონკურენტულ ბაზარზე. 

„წარმოიდგინეთ, ყოველ დღე, დილით იღვიძებთ, გამოდიხართ ეზოში ან ვერანდაზე და თქვენს წინ აღმართულია მყინვარწვერი, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო, ეს ყველაფერი კი თბილისიდან 20 წუთის სავალზე. ჩვენ იმ ღირებულების და ხარისხის სახლებს ვთავაზობთ მომხმარებელს, რომ  ქალაქგარეთ ცხოვრების მსურველებს აღარ უღირთ თავისი ძალისხმევით აშენება და ამ რთული პროცესის წარმართვა“. 

რა პროექტები გაქვთ დღეს? 

ბაჩო ხაჩიძე: ამჟამად, ოთხი პროექტი გვაქვს მცხეთის რაიონში, კერძოდ კი საგურამოში, არაშენდასა და ნავდარაანთკარში. ლოკაციები ისე შევარჩიეთ, რომ აბსოლუტურად ყველა სახლს აქვს ხედი მყინვარწვერზე, საკუთარი ეზო და ვერანდა. წარმოიდგინეთ, თბილისიდან სულ რაღაც 15-20 წუთის სავალზე, შეგიძლიათ, იცხოვროთ სუფთა ჰაერზე და ყოველდღე მყინვარწვერისა თუ კავკასიონის ხედებით დატკბეთ. ჩვენმა პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა იზრუნა, რომ ყველა სახლში, თითოეული დეტალი მომხმარებლის კომფორტსა და პრაქტიკულ გამოყენებაზე ყოფილიყო მორგებული. და ეს ასეც არის. 

რა სეგმენტისთვის არის თქვენი სახლები ?

ჩვენი მიმართულება საშუალო და მაღალი სეგმენტისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა. ვისაც სურს, სუფთა გარემოში იცხოვროს, მოსწყდეს ქალაქის გადატვირთულ გზებს და ორომტრიალს, „ეზო საგურამო“, ცალსახად, მათთვისაა. 

საცხოვრებელი კომპლექსი საგურამოში (მცხეთის რაიონი)

ამბობთ, რომ თქვენს პროექტებზე გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუშაობს. ვინ ქმნის „ეზო საგურამოს“? 

„ეზო საგურამო“, ჩემს ძმასთან და ჩვენი ბავშვობის მეგობართან ერთად შევქმენით. შემდეგ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები – არქიტექტორები, დიზაინერები და მშენებლები შემოგვიერთდნენ. მამა მშენებელი იყო და რამოდენიმე საინტერესო პროექტის ავტორია, ჩვენც მის საქმეს ვაგრძელებთ! დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად იამაყებდა ჩვენით!

თქვენი ერთ-ერთი პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი საგურამოში. აქ რას სთავაზობთ მომხმარებლებს? 

საცხოვრებელ კომპლექსში განლაგებულია ოთხი ტიპის ვილა. 

ვილა შერლოკი – ერთსართულიანი სახლი, რომელიც არის მაქსიმალურად პრაქტიკული და ყველაზე დაბალბიუჯეტიანი. 

ვილა შერლოკი

შალე – Chalet – უნიკალური და ყველასგან გამორჩეული პროექტია, რადგან კედლები აშენებულია ბუნებრივი მასალისგან – ბაზალტის ქვა, სახურავი შინგლით, რომელიც საუკეთესოდ იცავს სახლებს წვიმისა და ქარის ხმაურისგან. აღჭურვილია ალუმინის კარ-ფანჯრებით.

ვილა ფორესტერი – ამ შემთხვევაში ჩვენი შთაგონების წყარო გერმანიაა. იქ ხშირად შეხვდებით მსგავს პროექტებს. ეს არის მანსარდის ტიპის, 3-სართულიანი სახლები, რომლის მშენებლობაზეც, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მასალა, ბაზალტის ქვაა გამოყენებული, შინგლის სახურავები კი იცავს სახლს, წვიმისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ხმაურისაგან. 

ვილა ფორესტერი

ვილა ჰაი ტეკი – ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი, რომელიც დიდი ოჯახებისთვისაა შექმნილი. 

ვილა ჰაი ტეკი

თითოეული ამ სახლის დაპროექტების თუ მშენებლობის დროს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კომფორტის და პრაქტიკულობის ელემენტები, ყველას აქვს საკუთარი ეზო და ვერანდები, ხედები, ზოგიერთს საცურაო აუზი. ეს არა მხოლოდ საზაფხულო აგარაკები, მთელი წლის განმავლობაში შეუძლია ოჯახს „ეზო საგურამოში“ ცხოვრება. ასეთი ტიპის სახლები გვაქვს ყველა კომპლექსში, ოთხივე ლოკაციაზე. 

საგურამოსა და მიმდებარე სოფლებში რატომ გადაწყვიტეთ კომპლექსების აშენება? 

აქ რამდენიმე მომენტია: პირველი – კომპლექსი 15-20 წუთის სავალ გზაზეა თბილისიდან. ანუ ადამიანს მარტივად შეუძლია იცხოვროს „ეზო საგურამოში“ და იმუშაოს დედაქალაქში. მეორე – სახლები მდებარეობს ზღვის დონიდან 400 მეტრზე, ანუ გამორიცხულია სიმაღლის დონის ცვლილება, შესაბამისად, ვისაც არტერიულ წნევასთან აქვს პრობლემა, მათთვის უნიკალური ადგილია. გარდა ამისა, მართლაც უნიკალური ადგილია თავისი ეკოლოგიით, კომპლექსი ესაზღვრება თბილისის ეროვნულ პარკს და თითქმის, ნებისმიერი წერტილიდან მოსჩანს მყინვარწვერი და კავკასიონის ზეგანი.

და ამავდროულად, ეს თქვენი პროექტის უპირატესობებია? 

რა თქმა უნდა. თუმცა, არის კიდევ სხვა უპირატესობები. მაგალითად, ის რომ სახლები შერჩეულია საცხოვრებელი ფართების მიხედვით დ მორგებულია, როგორც ახალგაზრდა წყვილებზე, ისე მრავალსულიან ოჯახებზე. ასევე ზოგი სხვა კონკურენტი პროექტებიდან განსხვავებით, ჩვენ უკვე აშენებულ სახლებს ვყიდით, ანუ მომხმარებელმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს. ამიტომ, შემდგომი გაუგებრობები გამორიცხულია.

ახლა, ზოგადად, თქვენს პროექტებზე რომ ვისაუბროთ, ვგულისხმობ ოთხივე ლოკაციას, ასეთ სახლებზე რამდენად დიდი მოთხოვნაა?

პანდემიის შემდეგ კერძო სახლებზე მოთხოვნამ ცალსახად მოიმატა, მომხმარებელმა გააცნობიერა არსებული მდგომარეობა. მათ აშკარად ურჩევნიათ, 20 წუთით მეტი მოანდომონ მგზავრობას, მაგრამ იცხოვრონ სუფთა, ჯანსაღ გარემოში, ლამაზი ხედებით, სადაც თავად მოიწყონ იდეალური ეზო. ჩვენი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და მეტიც, სულ უფრო მეტად იზრდება. 

სახლის შეძენისას, ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულება და სპეციალური შეთავაზებები. თქვენ რას სთავაზობთ, ამ კუთხით, მომხმარებელს?

„ეზო საგურამოში“ სახლების ფასი $65 000-დან $130 000-მდეა. ეს დამოკიდებულია საცხოვრებელ ფართზე, მდებარეობასა და სახლის კონდიციაზე. რაც შეეხება სპეციალურ შეთავაზებებს. წინა საახალწლოდ, მომხმარებლებს, 10 000 ლარის საჩუქარს ვთავაზობთ. ვინც ახალ წლამდე შეიძენს სახლს, შეძლებს ეს თანხა, სურვილისამებრ, სახლის ან ეზოს მოწყობაში გამოიყენოს. 

რატომ უნდა აირჩიოს თქვენი პროექტები მომხმარებელმა? მით უმეტეს, რომ ამ ბაზარზე დიდი კონკურენცია და შესაბამისად, მრავალფეროვანი არჩევანია? 

ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა, ბოლომდე დავასრულოთ მშენებლობა, რომ მომხმარებელმა საკუთარი თვალით ნახოს და შეაფასოს თუ რას ყიდულობს, რა მასალებია გამოყენებული, როგორია გარემოცვა და სხვა.

ბინებისგან განსხვავებით, სახლის შერჩევისას დამატებით კიდევ რამოდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი:  ხარისხიანი მასალები და ასევე მაღალი ხარისხით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, ლამაზი დიზაინისა და პრაქტიკულობის შერწყმა, კომპლექსში სახლის დგომა – განლაგება და სამეზობლო სივრცე, მისასვლელი გზები. სწორედ ჩვენი სტრატეგიით და აღნიშნული სამშენებლო კომპონენტების გათვალისწინებით, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე, #1 კომპანია ვართ. 

 

[R]

მსოფლიოს უდიდესმა აისბერგმა შესაძლოა, კატარსტროფა გამოიწვიოს

„მოიზომე და გახდი სუპერგმირი“ – ZOMA „სუპერგმირის“ მხარდასაჭერად