in

პრე-აქსელერატორი 9.8 და F – creathon

13403332_827278380735903_6928879883863860807_oსოციალური საწარმო “გენერატორი 9.8” ​(http://bit.ly/29Jcnf0) და მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი​ (ICPI – http://bit.ly/29Jcnf0) ხუთშაბათს, 14 ივლისს, 19:00 სთ-​ზე ათონელის ქ. 29-ში ​მართავს ორი ახალი ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან” და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით.

“F – creathon” – 48 საათიანი კრეათონი ქალი მეწარმეებისთვის, ​რომლის მთავარი მიზანია მოკლე დროში ინოვაციური და კრეატიული იდეების, მათი ბიზნეს მოდელებისა და პირველადი პროტოტიპების შემუშავება. პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (www.Gita.gov.ge) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მოიცავს თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს ბიზნეს სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან კომპანიების დამფუძნებლები, ლიდერები ბიზნეს ინდუსტიაში და სტარტაპ ინოვატორები. პროფესიონალი მენტორები და სპიკერები მონაწილე გუნდებს 48 საათის განმავლობაში იდეების გენერირების პროცესში დაეხმარებიან. პროექტში გამარჯვებული სამი გუნდი გაივლის აქსელერაციის 3 თვიან პროცესს.

პროექტი ორიენტირებულია ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათი ბიზნეს სეტორში ჩართულობის პოცესის გაუმჯობესებაზე.

“პრე-აქსელერატორი 9.8” – 3 თვიანი პროგრამაა კრეატიული იდეების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სტარტაპის (ბიზნესის), არასამთავრობო ორგანიზაციის ან სოციალური საწარმოს დაარსება. პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება იმუშავონ სპეციალისტებთან ერთად, მიიღონ პროფესიონალთა მენტორინგი და განავითარონ საკუთარი იდეები. მსოფლიოს მასშტაბით პრეაქსელერატორი აღიარებულია, როგორც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საშუალება. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროთან არსებული “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (www.fondi.ge) დაფინანსებით ხორციელდება

#გააზიარეწარმატება

Hands – მოხატული საყვავილეების ქართული სტარტაპი