in

Ferrari-მ 2022 წლის სეზონის “ინოვაციური” მანქანა, F1-75 წარადგინა

”ეს არის ის, რასაც მე დავარქმევ მამაც ფერარის”, – თქვა მატია ბინოტომ, გუნდის დირექტორმა. 

მისივე თქმით, Ferrari-მ მიიღო “ინოვაციური მიდგომა” რევოლუციური ახალი რეგულაციების მიმართ, რომლებიც შემოღებულ იქნა ფორმულა 1-ის მიერ ამ სეზონში და დასძინა, რომ ახალი მოდელი “ფერარის” ტრადიციებს ღირსეულად შეინარჩუნებს.

2 რთული სეზონის შემდეგ, რომელიც ბოლოს ორი წლის განმავლობაში ამ გუნდის ყველაზე რთული პერიოდი იყო, კომპანია ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას. ბინოტო ამაზეც ამბობს, რომ მიუხედავად ბოლო წარუმატებელი გამოსვლებისა, რომლებიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა ბრენდის სახელს, ამან გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა და ახალი ავტომობილი ამ ძალისხმევის გამოხატულებაა.

“მოლოდინი დიდია, რადგან ჩვენ ფერარი ვართ. ჩვენ ყოველთვის ველით გამარჯვებას”, ამბობს ლეკლერკი, – “ამაში მარწმუნებს ჩვენი ბოლო ნამუშევარი, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ”.

ასევე “ფერარის” წარმომადგენელმა, კარლოს საინცმა დასძინა: “დროა გუნდი სხვა დონეზე ავიყვანოთ. როგორც გუნდს და როგორც მძღოლებს, მეტი წარმატების მიღწევა გვსურს 2022-ში”.

სახელწოდება F1-75 ახალ მოდელს პირველი მანქანის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიენიჭა. მას აქვს მრავალი ინოვაცია, რომელიც აქამდე გამოშვებულ მანქანებს არ ჰქონია. ფორმულა 1-ში მიიჩნევენ, რომ 2022 წელს ეს მოდელი უკონკურენტოა. 

F1-75-ს ნემსის ფორმის ცხვირი, უჩვეულო ფორმის გვერდები და სრულიად ახალი, ჰიბრიდული ძრავი აქვს, რომელიც უკვე წარადგინეს რამდენიმე გასულ რბოლაში. აეროდინამიკური თვალსაზრისით, მოდელს არატრადიციული ბლოკები აქვს და დიდი ძალისხმევა არის ჩადებული მანქანის დიზაინშიც. ბინოტო გვეუბნება, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან კარგად იცნობს იმ გუნდს, ვინც ამ მოდელზე იმუშავა და იცის, რამდენად კარგი ხალხი ისინი. აქვე ლეკლერკიც დასძენს, რომ თავისუფლად შეუძლიათ ბრძოლა სულელური რისკების გარეშე, რადგან ესაა მთელი გუნდის ბრძოლა, რომლის საბოლოო მიზანიც, Ferrari-ს მწვერვალზე აყვანაა.

თანამგზავრმა მზისგან ამოფრქვეული პლაზმა და მზე სრული ხედით დააფიქსირა

როგორია ტექნოლოგიების როლი თანამედროვე კომპანიების ფუნქციონირებაში