RBS#01 — ეს არის სკუტერი, რომელიც სარბოლო მანქანის მსგავსად სწრაფია და მის ბევრ ფუნქციურ მახასიათებელს იმეორებს. იდეა F1-ის წამყვანი ინჟინერთა გუნდს გაუჩნდა, მიზეზი კი არსებული სკუტერებით უკმაყოფილება იყო. ამიტომაც, Red Bull-ის ინჟინრებთან ერთად, 2500 საათი დახარჯეს ახალი მოდელის შესაქმნელად.
საგულისხმოა, რომ RBS#01 რაიმე სახის ელექტროძრავას არ ეყრდნობა, არამედ მხოლოდ ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული. ამასთან, F1 მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებზე ფოკუსირდა და კონსტრუქციის სიმსუბუქეც შეინარჩუნა. უფრო კონკრეტულად, დიზაინერთა გუნდმა სკუტერის შასი მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნა — ეს არა მხოლოდ ამცირებს წინას შთამბეჭდავი აჩქარებისთვის, არამედ სხვა ბევრ უპირატესობასაც უზრუნველყოფს წარმადობის თვალსაზრისით.
ამავდროულად, დიზაინერებმა დიდი ზომის, კარტინგის საბურავები აირჩიეს, რათა მაღალი სიჩქარის შემთხვევაშიც მარტივად შეძლონ გაჩერება.
სკუტერის ღირებულება 6 500 დოლარია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფართოდ მოხმარებად მოდელებს შეცვლის, მაგრამ ბევრისთვის საინტერესო ალტერნატივად იქცევა.