იმ პერიოდზე უნდა მოგიყვეთ, როცა ფორმულა 1-ის ჩემპიონატს შავ-თეთრი კადრებით გვაჩვენებდნენ, როცა მრბოლელთა გარჩევა მხოლოდ კომენტატორის იმედად შეიძლებოდა… რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ 120 000 ადამიანს, რომელიც Formula 1-ის პირველ ჩემპიონატს დაესწრო. 1950 წლის 13 მაისს ისინი ჯუზეპე „ნინო“ ფარინას გამარჯვების მომსწრენი გახდნენ, რომელიც ფორმულა 1-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
დიახ, დღეს თუ ტრადიციულად სეზონის გახსნის ღონისძიება მარტში ტარდება, მაშინ რბოლა 13 მაისს გაიმართა და ასე მოხდა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ექვს სეზონზე… თუმცა ამაზე ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, გეტყვით, რომ F1-ის პირველი ჩემპიონატი სულ 7 რბოლას მოიცავდა და 3 სექტემბრამდე გაგრძელდა. „ნინო“ ფარინა კი ალფა რომეოთი ასპარეზობდა — Alfa Romeo 158 მსოფლიო ჩემპიონატის დროს მხოლოდ 13 წლის იყო, 1937 წელს გამოუშვეს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სარბოლო მანქანად ითვლება.
როგორც ვიგებთ, ფორმულა ერთის პირველ ჩემპიონატზე გაერთიანებულ სამეფოში სწორედ ალფა რომეოს გუნდი დომინირებდა. ფარინა კი არამხოლოდ პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც F1-ის გრან-პრი მოიპოვა, არამედ ყველაზე სწრაფი წრეც შესთავაზა მაყურებელს. ნინოს შემდეგ ფინიშის ხაზი ლუიჯი ფაჯიოლიმ და რეგ პარნელიმ გადალახეს, ხოლო ალფას კიდევ ერთ პილოტ ხუან მანუელ ფანგიოს ძრავის პრობლემების გამო რბოლიდან გამოთიშვა მოუწია…

როგორც უკვე გითხარით, ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ავტორბოლაში დაახლოებით 120 000 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მეფე ჯორჯ VI-საც ნახავდით, დედოფალ ელისაბედთან, პრინცესა მარგარეტთან, ლორდ და ლედი მაუნთბატენთან ერთად. ეს კი ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მმართველი მონარქი ბრიტანულ რბოლას დაესწრო.
ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი რაუნდები მონაკოში, ინდიანაპოლისში, შვეიცარიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში გაიმართა. ნინო ფარინამ კი გამარჯვება დიდი ბრიტანეთის გარდა, შვეიცარიასა და იტალიაშიც მოიპოვა:

საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ორი სახელი ჰქონდა და ეს ფაქტი F1-ის ვებგვერდითაც დასტურდება — ოფიციალურად Grand Prix d’Europe გახლდათ და ამ სახელითვე გავიდა იტალიისა და საფრანგეთის გარეთ არსებულ რბოლებზეც, მაგრამ როცა რბოლა გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა, British Grand Prix უწოდეს. თავად სახელი „ფორმულა“ კი იმ წესების ერთობლიობას მოიაზრებს, რომლებიც მონაწილე გუნდებმა ბოლიდის პროექტირებისას უნდა დაიცვან.
/i.s3.glbimg.com/v1/AUTH_bc8228b6673f488aa253bbcb03c80ec5/internal_photos/bs/2019/c/m/CioIETSua8M3AkhBiCWA/giuseppefarina-1950.jpg)
ამგვარად, ფორმულა ერთის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ორი მთავარი გმირი ჰყავს, ფარინა და თავისივე წითელი ალფა რომეო… და ამ ფაქტს არც თანამედროვეები ივიწყებენ — გასულ წელს ნინო ფარინას პატივსაცემად სპეციალური გამოშვების ავტომობილი Battista შემოგვთავაზეს. ამისთვის Automobili Pininfarina-მ პატარა დოკუმენტური ფილმი გამოუშვა, სადაც ნინოს ძმის შვილი მასზე საუბრობს და პირველი ჩემპიონატის ამბავსაც ეხმიანება:
ასეთი იყო Formula 1-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია და როგორც ამბობენ: It’s Farina who makes history…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი














