in

როგორია ტატუირებული კლასიკური ქანდაკებები? – იტალიელი არტისტის ნამუშევრები

იტალიელმა არტისტმა, ფაბიო ვიალემ გადაწყვიტა, მარმარილოს ქანდაკებებს ახალი სიცოცხლე შესძინოს. მან კლასიკურ ნამუშევრებს ტატუები გაუკეთა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. თუ დააკვირდებით, ტატუები ერთგვარ სიმბოლოებს შეიცავს. არტისტი მაქსიმალურად შეეცადა, მარმარილოზე ისევე ასახულიყო ეს ტატუები, როგორც ადამიანის კანზე. იმისთვის, რომ დახვეწილი ტექნიკით ემუშავა, მას ქიმიკოსებთან მოუწია მუშაობა.

“როდესაც საკუთარი თავი ამ გამოწვევის წინაშე დავაყენე, მივხვდი, რომ საჭირო იყო არა უბრალოდ მათი მოხატვა, არამედ იმგვარი ეფექტის შექმნა, რომ ეს ქანდაკებები ტატუირებული იყო. ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა.”

გთავაზობთ ნამუშევრებს:

კარანტინის გამო დაკეტილი თავშესაფრებიდან ხალხმა ცხოველები სახლში წაიყვანა

ექიმებმა კორონავირუსი მაორების ცეკვით დაგმეს, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა