ArchDaily არქიტექტურული ვებ პლატფორმაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გემოვნებიან არქიტექტურულ ნიმუშებს აგროვებს და შემდეგ მათ საზოგადოებას წარუდგენს. მისი მიზანია, საერთო არქიტექტურული ცოდნის გაზიარება და არქიტექტორების წახალისება. ArchDaily-ის დაფუძნებულია კონკურსი “წლის შენობაც”, რომელშიც წელს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი Fabrika-ც იღებს მონაწილეობას. როგორც იცით, ეს სივრცე მოიცავს კაფეებსა და ბარებს, არტისტების მაღაზია-სახელოსნოებს, საგანმანათლებლო სტუდიებს, ერთიან სამუშაო სივრცეს, ჰოსტელს.. ფაბრიკა ყოველკვირეულად მასპინძლობს უამრავ ღონისძიებასაც.

ფაბრიკა კონკურსში “hospitality” კატეგორიაშია ნომინირებული. როგორც ცნობილია, კონკურსის 4000 მონაწილიდან პირველიდან მეორე ეტაპზე ყველაზე მეტი ხმის მქონე 5 პროექტი გადავა.ხმის მიცემა შესაძლებელია 18 თებერვლიდან – 4 მარტამდე, ხმის მისაცემად მიყევით ბმულს.













