in

„ფაბრიკა კონტრაქტი“ – ერგონომიული ავეჯის ქართული კომპანია, რომლის საწარმოს ჩამოყალიბებას Rakuten Viber-მა შეუწყო ხელი

არაფერი აუმჯობესებს სამუშაო გარემოს ისე, როგორც კომფორტი. ერგონომიულად რომ მოერგები დრო ისე გადის, ვერც გრძნობ. ყველა მოგებულია – საქმეშიც მეტად კონცენტრირებულად ხარ და დისკომფორტზე წუხილშიც აღარ გეკარგება დრო. ეს საკითხი სულ უფრო მეტ კომპანიას აინტერესებს საქართველოში და ცდილობენ თანამშრომლებისთვის ოფისი ფუნქციურ და სასარგებლო სივრცედ გარდაქმნან. სწორედ ამ კუთხით მუშაობს კომპანია „ფაბრიკა კონტრაქტი“, რომელიც მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას და ადამიანების სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.

მოდით, „ფაბრიკა კონტრაქტის“ სერვისები, გამოცდილება და ისტორია კომპანიის თანადამფუძნებელთან თამარ ჯაფარიძესთან ერთად მიმოვიხილოთ.

M: თქვენი მიმართულება კომფორტული სივრცეების მოწყობაა – რა გამოწვევა დაინახეთ ამ კუთხით ბაზარზე, რამაც კომპანიის ჩამოყალიბებისკენ გიბიძგათ?

ჩვენს ინდუსტრიაში მუშაობით მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად შევნიშნეთ, რომ საქართველოში აქცენტი ძირითადად უხარისხო და ხშირ შემთხვევებში, მომხმარებლისთვის საზიანო პროდუქციაზე კეთდებოდა. ინფორმაციის სიმცირიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღებისას დამკვეთი დაბალბიუჯეტიან პროდუქტს არჩევდა, რაც შემდგომ ცუდად აისახებოდა სამუშაო გარემოსა და მათ თანამშრომლებზე.

ზუსტად აქ დავინახეთ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები. ავაწყეთ საწარმოო ხაზი, რომლის პრიორიტეტად ჯანსაღ და ეკო-მეგობრულ პროდუქციაზე საზოგადოების ინფორმირება და მათთვის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის მიწოდება გახდა.

M: რა არის „ფაბრიკა კონტრაქტის“ მთავარი იდეა?

როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ჩვენი კომპანიის მთავარი ღირებულება ფუნქციონალური და ერგონომიული სივრცეების მოწყობაა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში იმუშაონ და განვითარდნენ. გვსურს, ამ საქმეში ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ისეთი ოფისების შექმნით, სადაც უპირატესობა ადამიანსა და მისი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას მიენიჭება.

M: მიმოვიხილოთ, რითაა გამორჩეული პროდუქტები და სერვისები, რაც ბაზარს შესთავაზეთ?

„ფაბრიკა კონტრაქტი“ რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს რბილი და ვინილის იატაკების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Shaw Contract-ია. ზოგადად, ჩვენს სფეროში „ფლორინგი“ ნებისმიერი სივრცის მოწყობისას ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ასპექტად ითვლება. სწორედ, Shaw Contract-ის მაღალ ხარისხზე ორიენტირებული მიდგომები, კომფორტის, ერგონომიკისა და აკუსტიკის მიმართულებით, გახდა ჩვენი ინსპირაცია ჩამოგვეყალიბებინა მსგავსი იდეოლოგიის ადგილობრივი კომპანია.

ამასთანავე, დღეს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მიწოდების ვადები გახლავთ, Shaw Contract-ის მუდმივი სასაწყობე მარაგი გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შეკვეთა უმოკლეს ვადაში მივაწოდოთ.

ჩვენს კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს იაპონური ბრენდი Okamura წარმოადგენს, რომელიც 1945 წლიდან ერგონომიულ საოფისე ავეჯში სპეციალიზდება.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ერგონომიულ სავარძლებს ეძებენ Okamura-ს იაპონური ხარისხით შექმნილი პროდუქცია იდეალური გადაწყვეტაა. მისი სასაწყობე მარაგი ევროპაში, შეკვეთის მიწოდებას უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს.

ჩვენს მომსახურებაში შედის:

  • სივრცის ანალიზი;
  • პროექტის მართვა;
  • აკუსტიკური პანელები / ტიხრების ინსტალაცია;
  • რბილი, ვინილისა და რეზინის იატაკის მოწყობა;
  • ერგონომიული ავეჯის მიწოდება;
  • ინდივიდუალურად მორგებული, საავტორო დიზაინის ავეჯის შექმნა;
  • განათება და სხვა…

M: თქვენი სამიზნე სეგმენტიც მიმოვიხილოთ…

ჩვენი დამკვეთები არიან არქიტექტორები, ინტერიერის დიზაინერები, დეველოპერები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და სხვები…

M: გვესაუბრეთ გამოცდილებასა და გუნდზე…

ვფიქრობ, კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ჩვენი გუნდია. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უნიკალური გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან. ყოველი მათგანი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, რაც უპირობო შედეგის გარანტიაა.

მუდმივად ვმონაწილეობთ საერთაშორისო თემატურ კონფერენციებზე, გავდივართ ტრენინგებს ჩვენს პარტნიორებთან, ვეცნობით მათ ახალ პროდუქტებს და განვიხილავთ ახალ ტრენდებს.

M: კომპანიის საწარმო ჩამოყალიბება შთამაგონებელ ისტორიას უკავშირდება – რა იყო ამ ინვესტიციის მთავარი იდეა?

ერთ-ერთ ჩვენს საერთაშორისო დამკვეთთან Rakuten Viber-თან მუშაობის დროს, მათ ჩვენი თურქული პარტნიორი კომპანიის ავეჯი შევთავაზეთ. გვიპასუხეს, რომ ამჯობინებდნენ ინვესტიციის საქართველოში გაკეთებას, რაც ქართველ ხალხს დაასაქმებდა. ეს იმდენად  დიდი გზავნილი და ძალა იყო ჩვენთვის, მართლაც დავფიქრდით და მყარი ნაბიჯებით დავიწყეთ ამაზე მუშაობა.

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო Rakuten Viber-ის დირექტორს, სლავ ბენ-აირს, გაწეული ძალისხმევისათვის, პროფესიონალიზმისა და გამოცხადებული ნდობისთვის.

სლავ ბენ-არი, Rakuten Viber-ის ოფშორის R&D დირექტორი: „ჩვენი თბილისის ფილიალის გახსნა „Rakuten Viber“-ისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მდგრადი განვითარების პრინციპების დასაცავად ვარჩიეთ, რომ დავკავშირებოდით ადგილობრივ კომპანიებს და რესურსები ლოკალური ბაზრისკენ მიგვემართა. მოხარულნი ვართ, რომ „ფაბრიკა კონტრაქტთან“ ვთანამშრომლობთ. მათ, ძალიან მოკლე დროში შეძლეს ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ავეჯის მოწოდება.“

M: თქვენი ხედვით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ფინანსები ქართული წარმოებისა და ხარისხიანი პროდუქტის/სერვისის განვითარებისკენ მიმართონ ინვესტორებმა?

ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა დავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები, რისი გაკეთებაც და წარმოებაც შეგვიძლია – შევქმნათ საქართველოში, რათა ისევ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მოხმარდეს, რაც იქნება მდგრადი გადაწყვეტილებების მაგალითი და რაც, ასევე, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

M: ამ დროისათვის, განვითარების რა ეტაპზეა კომპანია?

კომპანია უწყვეტად ვითარდება და შესაბამისად, იზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებიც პრიორიტეტს თანამშრომლების კომფორტსა და კეთილდღეობაზე აკეთებენ, რაც პროდუქტიულობასაც ერთი-ორად ზრდის.

დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთვის სასურველი საკომუნიკაციო საშუალებით დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ინფორმაცია ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. ან გვეწვიონ შოურუმში, „ფაბრიკა კონტრაქტი“ ვასო გოძიაშვილის #36-ში მდებარეობს.

M: როგორ გეგმავთ სამომავლო განვითარებას?

სამომავლო განვითარება უკავშირდება საწარმოს გაზრდას, დანადგარების დამატებას, ადგილობრივი მასალების გამოყენებას, ქართველი ხალხის დასაქმებასა და პროდუქტის ექსპორტზე  გატანას.

[R]

მარტივი, მაგრამ ელეგანტური – Mercedes-ის ლოგოს ევოლუცია პირველი ვერსიიდან დღემდე

ფეიუნიქარდი და Visa აქტიურ მომხმარებლებს iPhone 15-ს და სხვა საჩუქრებს გადასცემენ