in

Fabrika-ში გამოფენა-ინსტალაცია „აჩრდილები“ გაიმართება

12 დეკემბერს, 19 საათზე, “ფაბრიკაში“, ნინოშვილის ქ. #8, გაიმართება გამოფენა-ინსტალაცია, “აჩრდილები”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის გამომსახველი ფიგურები. სტერეოტიპები ტაბუდადებულ თემებზე, რომლებიც ხელს უშლის ქალის რეალიზებას ცხოვრებაში. ინსტალაცია,  ოთხი დამოუკიდებელი ელემენტისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილით ერთიანდება: პირველი, – ადმიანის რეალური მდგომარეობა და მეორე, – საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა.

აღნიშნული გამოფენა-ინსტალაციით წარმოდგენილია პრობლემები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან დაწყებული მენსტრუალური ციკლის ტაბუირებით, დასრულებული სექსუალური ძალადობის  ყველაზე მძიმე ფორმით.

„რიგი  საკითხები შესაძლოა ერთი შეხედვით  არ აღიქმებოდეს ძალადობად, მაგრამ ადამიანს თრგუნავს, უდაბლებს თვითშეფასებას, გავლენას  ახდენს  მის განვითარებაზე და  მომავალზე,     იწვევს  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს,  რომელიც საფრთხეს  უქმნის  ქალის უსაფრთხოებასა  და  სიცოცხლეს.

ჩვენ  შევეცადეთ  უხეშად  და  შეულამაზებლად  გადმოგვეცა რეალობა, რომ რეზონანსი შეგვეტანა  საზოგადოების აზროვნებაში  და  მის წარმოდგენებში. პრობლემები  საჭიროებს წარმოჩენასა  და  გააზრებას, რაც დაგვეხმარება  მის   აღოფხვრაში, რადგან რეალურად  ის ჩვენს თავშია,“ – ინსტალაციის ერთ-ერთი ავტორი, ელენე გუნდიშვილი.

გამოფენა-ინსტალაცია  “აჩრდილები” ქალთა  მიმართ ძალადობის  16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ანი წიქორიძისა, და ელენე გუნდიშვილის ავტორობით  ხორციელდება .

გამოფენა-ინსტალაცია  მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, „აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის“ მიერ დაფინანსებული პროექტის, “გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის“, ფარგლებში.

ოპტიკური მინებით შექმნილი უზარმაზარი გული – David Datuna-ს მორიგი ინსტალაცია

#დაისვენე – თიბისი ბანკის ახალი კამპანია