19
მაი
2017

FaceApp-ით გაღიმებული კლასიკური ფერწერის პერსონაჟები

19 მაი 2017

გასულ საუკუნეებში ერთი პორტრეტის დახატვას ხშირად წლები სჭირდებოდა, მაშინ, როდესაც ახლა საკუთარი თავის სურათზე აღბეჭვდა ნებისმიერ დროსა და ადგილას სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიამ ყველაფერი გაამარტივა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძველიც კი გადაასხვაფერა. მუზეუმებში, უმეტესად, პორტრეტებსა თუ სხვა კლასიკურ ნამუშევრებზე, იშვიათად თუ შეხვდებით გაღიმებულ სახეს. მართალია, ამ ნამუშევრების უმეტესობამ საუკუნეებს, გაუძლო და მაინც შედევრად ითვლება, მაგრამ ხშირად, ცოტა არ იყოს, დამთრგუნველია ასეთი სერიოზული და მკაცრი სახით მომზირალი პერსონაჟების თვალიერება. სწორედ ამ იდეით შეპყრობილმა ლონდონელმა დიზაინერმა ოლი გიბსმა, ამსტრედამის ცნობილ მუზეუმ Rijksmuseum-ში ვიზიტის დროს, FaceApp-ი გამოიყენა და პორტრეტებს მეტი პოზიტივი შემატა.

განხილვა