13
Jun
2012

Facebook-ის ახალი ფუნქციები ბიზნესისათვის

13 Jun 2012

საქართველოში Facebook-ს უკვე ყველა ზომის ბიზნესი იყენებს, Facebook-მა გაითვალისწინა ყველა ის მოთხოვნა რაც ბიზნესს ქონდა და შესაბამისი ცვლილებებიც დაამატა ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს სიახლებიი ყველას ძალიან დაგაინტერესებთ

ადმინისტრაცია: თუ თქვენს ბიზნესს გააჩნია Facebook-ის გვერდი მაშინ მარტივად შეგიძლიათ  თანამდებობები გაუნაწილოთ თანამშრომლებს, ან უბრალოდ იმ ხალხს რომლებიც გეხმარებიან. ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ თქვენ პროფილში და Edit Page-ის ფუნქციით შეცვალოთ ადმინისტრატორი, მენეჯერი, მოდერატორი და მიანიჭოთ მათ საკუთარი სტატუსი. გეგმიური გამოქვეყნება: Facebook-ის ახალი სისტემის მეშვეობით თქვენ უკვე შეგიძლიათ დაგეგმოთ რა პოსტი, რა დროს განახლდეს. ამისათვის საჭიროა უბრალოდ მიუთითოთ დრო და რიცხვი და დანარჩენი საქმე სისტემას მიანდოთ. გეგმიური გამოქვეყნების გაკეთება 6 თვით ადრეც შესაძლებელია. გამოქვეყნებების რეკლამირება: თქვენ შეგიძიათ თქვენი გამოქვეყნება ხილვადი და რეკლამირებული გახდეს Facebook-ზე. ამისათვის საჭიროა გადაიხადოთ საკომისიო 5$-10$ და ა.შ და სისტემა თვითონ გააკონტროლებს გამოქვეყნებების ხილვადობას. ისინი რეკლამის სახით მიწოდებულები იქნება თქვენი მეგობრების, მეგობრის მეგობრების პროფილებში. (ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდი. ცუდია ვინაიდან ბევრი ვერ გადაიხდის ყველა განახლებაში ფულს, კარგია იმიტომ, რომ შეამცირებს სპამს) მხოლოდ 400 ლაიქერზე მეტი გვერდის მფლობელს აქვს უფლება პოსტის რეკლამირების. იმისათვის რომ ახალი გამოქვეყნების რეკლამირებას ხელი შეუწყოთ საჭიროა,  გამოქვეყნების დროს შეხვიდეთ მის ფუნქციებში და აირჩიოთ შესაბამისი ველი, რის შემდეგაც მიჰყვეთ ინსტრუქციას და შეარჩიოთ თქვნთვის სასურველი გადახდის მეთოდი.  

განხილვა

1 Response

  1. 室內設計 says:

    Fantastic blog post.Really thank you! Cool.

Leave a Reply

Your email address will not be published.